3.

458 46 2
                                    

- წავედი. - მიაძახა ჯონმა და ჩანთა აიღო.

- დაიმახსოვრე, არანაირი ემოცია სახეზე. - შეახსენა ჯისუნგმა.

- ხო, მახსოვს. დროებით.

- წარმატებები.

**

ჯონგუკი სადგომზე ჩავიდა და ჯისუნგის მანქანა ითხოვა. გზაში კი მისწერა რომ მან წაიყვანა.

მანქანა კომპანიის წინ გააჩერა და ამაყად გადმოაბიჯა.

- გამარჯობა. - მიესალმა თანამშრომლებს და ლიფტში შევიდა.

- კარგ დროს მოხვედი, ასისტენტო ჯეონ. ბატონი პაკი გელოდება. - მიუგო მდივანმა დომ და პაკი გააფრთხილა რომ ბიჭი ადგილზე იყო. - შეგიძლია შეხვიდე.

- დილა მშვიდობისა. - თავი დაუკრა პაკს და მის წინ აღიმართა.

- გამარჯობა, დაჯექი გუკი.

- დიდი პატივისცემით, გთხოვთ,
რომ უბრალოდ ჯეონი. - შედარებით მკაცრი ტონით მიუგო ჯონმა.

- გასაგებია ჯეონ. დღევანდელი განრიგი მოიტანე?

- დიახ, ინებეთ. - ჯონგუკმა საქაღალდე წინ დაუდო.
ჯიმინი ქაღალდებში ჩაძვრა და მალევე უკმაყოფილება გამოესახა სახეზე. - 8 საათის შეხვედრა გადაიტანეთ. მაგ დროისთვის სხვა რამ მაქვს დაგეგმილი.

- მდივანს მოვახსენებ. - ჯონგუკი წასასვლელად შეტრიალდა, მაგრამ ჯიმინის ხმამ გააჩერა.

- გუშინდელი სითავხედის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებ?

- არ ვთვლი რომ ბოდიში მაქვს მოსახდელი. თქვენის ნებართვით. - უკვე კარის სახელური ჩამოსწია, მაგრამ ისევ პაკმა გააჩერა.

- რესტორანში მაგიდა დამიჯავშნე 8-ზე. - ჯონგუკი შებრუნდა, მკრთალად გაუღიმა და როგორც იქნა გამოაღწია კაბინეტიდან.

- მდივანო დო, 8-ზე შეხვედრა გადაუტანეთ და რესტორანში მაგიდა დაუჯავშნეთ. - თვალების გადატრიალებით უთხრა.

- გაღიზიანებული ჩანხართ.

- სულაც არა. უბრალოდ ასეთი სახე მაქვს. - ჯონგუკი თავის მაგიდასთან დაჯდა და კომპიუტერში რაღაცების ყურება დაიწყო.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now