20.

340 41 21
                                    

როცა ჯონგუკმა პაკი სახლიდან გამოაგდო, ის სახლში ვერ წავიდა. წავიდა იმ სახლში, სადაც უწინ ერთად ცხოვრობდნენ. ჯიმინმა რა თქმა უნდა სახლი შეინარჩუნა. ის მოგონებებით იყო სავსე. სახლს პერიოდულად აკითხავდა და ალაგებდა. ის ჯონგუკს ელოდა. ეგონა რომ ერთ დღეს დაბრუნდებოდა და თუ ეს სახლი სხვის მფლობელობაში დახვდებოდა, ძალიან ეწყინებოდა. მან ჯონგუკის ნივთებიც კი არ გადაყარა. თითოეული მისი პატარა ნივთიც კი შენახული იყო მათ ოთახში. ვინმეს რომ შეეხედა, იფიქრებდა რომ აქ ისევ წყვილი ცხოვრობდა.

ოთახს საკმაო სივრცე ჰქონდა. შუაში დიდი საწოლი იდგა. კედლები მომუქო-მობაცო ლურჯი იყო. მეორე მხარეს ჯონგუკის სამუშაო მაგიდა იდგა, გვერდით კი საერთო კარადა, სადაც ორივეს ტანსაცმელი საგულდაგულოდ დაკეცილი ეწყო. მტვერი არაფერს ჰქონდა დადებული, პირიქით ყველაფერი ძალიან სუფთა იყო.

ჯიმინმა ცოტახანს უყურა, შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და ჯონგუკის სიტყვები გაახსენდა. " ის ისე ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ აქ არ იყო! " მან თავი დამნაშავედ იგრძნო. მაგრამ რისი გაკეთება შეეძლო? არც არაფრის. რომ მისულიყო ის მაშინვე გააგდებდა, როგორც შეხვედრის პირველივე დღიდან აკეთებდა. ჯიმინმა იცის თუ როგორი ეგოისტია ჯონი. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, ადრეც გამოუჩენია ეგოისტობა. ის მესაკუთრე იყო, რადგან არ ჰყოლია მეგობრები, ვისაც შეეძლოთ ენუგეშებინათ, სითბო გაეყოთ ან მისი პრობლემები მოესმინათ. ჯიმინი ერთადერთი იყო მის ცხოვრებაში და მალევე გააანალიზა, თუ როგორ ძალიან ატკინა იმ დღეს. უნდა გაჰყოლოდა, არ უნდა გაეშვა! უნდა გაჰყოლოდა, გაეჩერებინა და ძალით აეხსნა ყველაფერი.
მაგრამ ვერ შეძლო. იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო საღ აზრზე და გვიან მიხვდა თუ ვინ და რატომ დაკარგა.

ის მაგიდისკენ მიდის, სადაც ჯონგუკის სამუშაო კომპიუტერი და რაღაც საბუთები დევს. უჯრიდან ერთს იღებს და თვალს ავლებს, შემდეგ ფაილიდან მეხსიერების ბარათი ვარდება. ეს მტკიცებულებაა, იმის რომ ჯიმინს მისთვის არ უღალატია. მაშინ, როგორც კი ჯიმინი აზრზე მოვიდა წავიდა ბარში და იმ ღამის ვიდეო კამერის ჩანაწერები მოითხოვა, შემდეგ საავადმყოფოში წავიდა და ანალიზი გაიკეთა. ანალიზის პასუხებში კი რა თქმა უნდა წერია რომ პაკი კეტამინის ზემოქმედების ქვეშ იყო, ქვეშ კი მითითებული აქვს ნიშნები, რასაც ამ კონკრეტული ნარკოტიკის გამოყენება იწვევს.
საბუთებს მაგიდის უჯრაში აბრუნებს და სახლს ტოვებს.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now