7.

396 39 17
                                    

ჯიმინი ლოყებაწითლებულ ჯონგუკს უყურებს. ბიჭი უკვე დათვრა, არადა მხოლოდ ორი ჭიქა ვისკი დალია.

ჯონგუკი ჭიქას უყურებს და თავი მაგიდაზე აქვს ჩამოდებული.
ის ნელ-ნელა თავს ჯიმინისკენ ატრიალებს და უყურებს.
- ნაბიჭვარი. - სცდება მის ბაგეებს.

ჯიმინს ეღიმება და თავადაც იგივე პოზაში დებს თავს.
ჯონგუკს უყურებს და პასუხობს.
- ხო, ნაბიჭვარი ვარ.

ჯონგუკი იცინის და თავს სწევს. ვისკის ბოთლისკენ იწევს და ჭიქაში ასხამს.
- ვიცოდი. შენ ყვეეეელაზე დიდი ნაბიჭვარი ხარ, ვინც კი აქამდე მინახავს. - წელავს სიტყვებს და ჭიქას იყუდებს.

- მაპატიე. - ამბობს ჯიმინი. მისი სიტყვები ჯონგუკს აიძულებს მისკენ მიბრუნდეს. ჯონგუკი ხმამაღლა იცინის.

- გაპატიო? რა? მითხარი, რა უნდა გაპატიო, პაკ.. - სარკასტულად ამბობს და სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბამს. - შენ ხომ მიღალატე.. იცოდი რომ ღალატს ვერ ვიტანდი, მაგრამ მაინც მიღალატე. მინდა რომ გაქრე, უბრალოდ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან.

ჯიმინი მისკენ იხრება და ტუჩის კუთხეში კოცნის.
- მხოლოდ შენი ხელით გავქრები. - შუბლს შუბლზე ადებს და ტუჩებში ჩურჩულებს.
ჯონგუკი მკერდზე ხელებს არტყამს, რომ გაიწიოს, მაგრამ ვერ ერევა. ხელებში ძალა აღარ აქვს.

- აფერისტი. - ამბობს ხმადაბლა.

ჯიმინი ისევ იწევა მისკენ და ცდილობს ენა ტუჩებ შორის შეუყოს, მაგრამ ჯონგუკი არ ნებდება და უძალიანდება.
- ნაბიჭვრი ხარ.

- ეს უკვე მითხარი. - დროს იჭერს და პირში ენით უძვრება.
ჯონგუკი ცდილობს არ უპასუხოს, ცდილობს თავი არ დაკარგოს, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. უნდა. მას ჯიმინი უნდა. ძალიან უნდა.
ჯიმინის კოცნა ყველა სხვისგან განსხვავდება.

თუ კოცნაა მხოლოდ სისხლის დენამდე, თუ სექსია მხოლოდ დალურჯებებით.

ამის აღიარება არ უნდა, მაგრამ ჯიმინი ისევ უყვარს. ისევ უყვარს ეს ნაბიჭვარი. იცის, იცის, რომ ხვალ აღარაფერი ემახსოვრება და ჯიმინიც უბრალოდ გამოიყენებს და თავის პენისს დაიკმაყოფილებს, მაგრამ ახლა მას უნდა. უნდა მისი შეგრძნება. მთელი სხეულით უნდა.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now