26.

468 44 63
                                    

- ესე იგი თქვენ ორმა მაინც იცუღლუტეთ. - ამბობს იუნგი, რომელიც ჯონგუკს დილიდანვე აღვიძებს. - ახალი საწოლი არ იყო საჭირო, მხოლოდ თეთრეულიც საკმარისი იქნებოდა. - ჯონგუკი ტელეფონს ხმამაღალზე რთავს, რომ ჯიმინმაც გაიგონოს. - შერიგებას გილოცავ, ძმაო. აბა, ქორწილის თარიღი დათქვით?

- რა ქორწილი იუნგს? არ ვაპირებ ისევ მისი ქმარი ვიყო.

- რა? - რა? - ერთდროულად იკვირვებენ ჯიმინი და იუნგი.

- რაც გაიგეთ. ხელახლა არ დავქორწინდებით, პაკ.

- მაგრამ რატომ? - ჯიმინს ვერ გაუგია.

- იმიტომ. ერთად ვართ, ერთად ვიცხოვრებთ, მაგრამ ქორწილი არ იქნება. - ოხრავს და იუნგის უბრუნდება. - მერე დაგირეკავ იუნგი.

- თუ არ გინდა არ ვიქორწინებთ, მაგრამ მაინც არ ვაპირებ შენს გაშვებას.

- არც მე ვაპირებ წასვლას, პატარავ. მთავარია თავად არ წახვიდე.

- ნუ მაცინებ. მოდი, ჩახუტება მჭირდება. - ამბობს ჯიმინი და ჯონგუკს თავისკენ იზიდავს. მაგრად ეხუტება და კისერში კოცნას უტოვებს. - მიყვარხარ. - ჯონგუკი ხელზე კოცნის და ეღიმება.

- იუნგისგან გავიგე რომ მღეროდი.

- ხო, ზოგჯერ.

- ძალიან მომეწონა, მაგრამ ტექსტი მტკივნეული იყო..

ჯიმინი სევდიანად იცინის.
- მაშინ თავადაც ტკივილის აუტანელ მორევში ვცურავდი.

- მგონი აჯობებს ავდგეთ. - აცხადებს ჯონგუკი. ჯიმინი კი წუწუნებს რომ ცოტა ხანს კიდევ უნდა ჩახუტებული ჰყავდეს.

შუადღის 4-ზე, წყვეტენ რომ პაემანზე წავიდნენ.
ჯონგუკს კარაოკეში მიჰყავს.

- უბრალოდ შენი ნამღერის რეალობაში მოსმენა მინდა. - ჯიმინს არ სურს სიმღერა, რადგან რცხვენია, მაგრამ ჯონგუკის გამო ამას იზამს.

ისინი ყველაზე ახლოს მდებარე კარაოკე ბარში მიდიან. ჯონგუკი მიკროფონს ჯიმინს უწვდის, თავად კი კომფორტულად კალათდება.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now