●
უზარმაზარი, მინებით შემოსილი სახლი ყოველთვის ცარიელი იყო.
არა იმიტომ, რომ იქ არავინ ცხოვრობდა. უბრალოდ რთული იყო შემჩნევა, ცხოვრობდა თუ არა ვინმე.
თანამედროვე არქიტექტურის ნამდვილი შედევრი იყო ჯეონების რეზიდენცია, სადაც ოჯახის უმცროს ვაჟს დაედო ბინა, თავის ახლად შერთულ მეუღლესთან ერთად.
თავადაც არქიტექტორი იყო უმცროსი ჯეონი და სიამაყით იხსენებდა, რომ ამ სახლის დიზაინის შექმნაში მასაც დიდი წვლილი მიუძღვოდა, მიუხედავად იმისა რომ მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი კურსდამთავრებული გახლდათ.
არავის აძლევდა უფლებას, მცირე დეტალი მაინც შეეცვალათ ექსტერიერში ან თუნდაც ინტერიერში.
ყველაფერს თავისი კუთხე ჰქონდა სახლში. კუთხე, რომელიც ჯეონს მოწონდა.
სახლი ცივი იყო, ალბათ ისეთივე, როგორც მეპატრონე.
ეზოც კი უსიცოცხლო გახლდათ, გამწვანების მიუხედავად.
ყველაფერი უმაღლეს ტექნოლოგიებთან იყო დაკავშირებული და ჯეონის მეუღლისთვის რომ გეკითხათ, თავი უცხოპლანეტელთა კოლონიაში ეგონა.უკანა ეზოს მოშორებულ ნაწილში, პატარა ეზოს სახლი იდგა.
ისეთი, საერთოდ რომ არ შეეფერებოდა უკვე აღწერილ გარემოს.
კრამიტით დახურულ, ზღაპრულ ქოხმახს ჰგავდა თბილი განათებით და ყვავილებით ფანჯრის რაფებზე.
ამ ქოხის აშენებაზე ჯეონი მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ უკანა ეზოში ღრმად იყო გაჭრილი. თითქმის საზღვართან მდებარეობდა და საერთოდ შეუმჩნეველი იყო მთავარი სახლიდან.
თუ მინებიან სასახლეში ყოველთვის ციოდა, ეს პატარა სახლუკა ნამდვილი ივლისი იყო შუა ზამთარში.
თავისი სიმყუდროვით გათბობდათ, უბრალოდ უნდა გეცქირათ მისთვის.
უმცროსი ჯეონის მეუღლე დიდ დროს ატარებდა თავის პატარა სახლში. თავად ჯეონმაც კი არ უწყოდა, რა ხდებოდა დაბალი კედლების მიღმა.
სიმართლე კი ის გახლდათ, რომ არც არასდროს დაინტერესებულა ამით."თეჰიონ..."
დუმილის საოცარი ოსტატი იყო. უფრო გონებაგაფანტულობის.
ყოველთვის სადღაც დაფრინავდა მისი გონება და რეალობისგან გაქცევაზე, არც არასდროს ამბობდა უარს.
YOU ARE READING
Fate or...?
Fanfictionყველას ისტორიას აქვს დასაწყისი, მაგრამ კიმ თეჰიონისთვის, რომ გეკითხათ, მისი ისტორია სადღაც შუიდან გრძელდებოდა. ყველაფრის დასაწყისი ბუნდოვნად ახსოვდა, უბრალოდ არ იყო იმ განწყობაზე "ამ წუთს არასდროს დავივიწყებო" რომ ამბობენ. თუ ბედისწერა არსებობს, ვიღ...