ტკივილი

464 66 19
                                    


ეს ისეთი ზღაპარი იყო, რომელიც ლამაზ დასასრულს იმსახურებდა.
ლამაზს, როგორსაც ზღაპრებში ვერასდროს წაიკითხავთ.
უკვე ასაკოვანი ის და თეჰიონი.
შვილები, მათი გაგრძელება.
შვილიშვილები.
ერთმანეთის სიყვარულის დაუსრულებელ ჯაჭვში ჩაბმულები და დიახ, ამას ყველაფერს ცხადივით ხედავდა ჯონგუკი.
ჯერ კიდევ დაუჯერებელი ბედნიერება იყო თეჰიონის სითბო.
მისი სიყვარული, რომლის გამოხატვასაც არ იშურებდა ომეგა.
არ წარმოედგინა და არც დაიჯერებდა ვინმეს რომ ეთქვა, რომ სწორედ ასეთი სიყვარული იცოდა მან.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ რჩებოდათ დრო ერთმანეთისთვის, თავისუფალ წუთებს, საათებს, დღეებს მაქსიმალურად იყენებდნენ საკუთარი გრძნობების ერთმანეთისთვის საჩვენებლად.
ყოველ შეხებაზე აღფრთოვანებით ათვალიერებდა ომეგას სხეულს, თითქოს პირველად ხედავდა მას.
ყველა სირთულის მიუხედავად, ერთიც არ ჰქონდა გასახსენებლად.
თითქოს აქამდე ღრმა ძილში იყო და კოშმარს ხედავდა, რომელიც გამოღვიძების შემდეგ უბრალოდ ისე გაქრა, ვითომ არც უარსებია.

თეჰიონი რთული იყო.
თბილი თეჰიონიც კი რთული იყო და ამის ფიქრი მხოლოდ ღიმილს ჰგვრიდა ალფას.

ხშირად თავადაც არ ვიცი რა მინდა

უთხრა ერთ ღამეს თეჰიონმა.
ისიც უთხრა, როგორ შეეძლო სულ მცირე პრობლემა გადაუჭრელ დაბრკოლებად ექცია და პირიქით, როგორ შეეძლო გადაუჭრელი დაბრკოლება თავის ნებისთვის დაემქვემდებარებია. ემართა იგი და მიეღწია დასახული მიზნისთვის.
თეჰიონი ის იყო ალფასთვის, როგორსაც ალბათ ყოველთვის წარმოიდგენდა თავის მეორე ნახევარს.

ღიმილს ჰგვრიდა ყოველ ღამით მოუსვენრობა, რომელიც სახლში წასვლამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე დარევდა ხოლმე ხელს.
თითქმის ყოველთვის იცოდა, რომ თეჰიონი მასზე გვიან დაბრუნდებოდა სახლში, მაგრამ იქ მისვლას მაინც ჩქარობდა.
ის მისი და თეჰიონის სახლი იყო. როგორც იქნა ისეთი თბილი, როგორზეც ოცნებობდა.
იქ მისი ომეგას სურნელი ტრიალებდა.
იქ მათი საწოლი იყო, სადაც ყოველთვის გრძნობდა თეჰიონის არსებობას.

Fate or...?Where stories live. Discover now