●ჩვიდმეტი წლის იყო, როცა პირველად დაეწყო დენა.
მათ საზოგადოებაში ნორმალური იყო, იმ ერთადერთის პოვნამდე, დენა, თუნდაც ცხელება პარტნიორთან ერთად გაეტარებინათ.
არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იქნებოდა. იმდენად მტკივნეული იყო პროცესი, ამას უბრალოდ არავინ აქცევდა ზედმეტ ყურადღებას.
სრული თავისუფლება გააჩნდათ ალფასაც და ომეგასაც, ასე მოქცეულიყვნენ და არც არავინ გაკიცხავდათ მსგავსი ქმედებისთვის.
თუმცა არასდროს გაჩენია სურვილი, თავისი ჰორმონების დასამშვიდებლად ალფა გამოეყენებინა. ბევრი მეგობარი არ ყავდა, მაგრამ იმ ცოტა მეგობართაგან ყველაზე ახლობელი, პაკ ჯიმინი იყო და სატელეფონო კონტაქტებშიც კი წლები იყო "ალფამოძულე ომეგად" ინახავდა თეჰიონის ტელეფონის ნომერს.
რვა წლიანი გამოცდილების მანძილზე, პირველად ატარებდა ასე მშვიდად დენის პროცესს. თითქოს აღარც კი ახსოვდა პირველი ორი დღის ტანჯვა.
მთავარი იყო, იმ წამს არაფერი აწუხებდა და ეს მხოლოდ მის გვერდით მწოლიარე ალფას დამამშვიდებელი ფერომონების წყალობა იყო.
ვერ უარყოფდა, არც შეეძლო, ჯონგუკმა მას პირველმა გაუწოდა დახმარების ხელი და რა თქმა უნდა ამისთვის მადლობის გადახდას არ აპირებდა, თუმცა ეს უკვე პროგრესი იყო, როცა ხვდებოდა რას წარმოადგენდა მის მეუღლედ წოდებული ჯეონ ჯონგუკი.
ღრმად ისუნთქავდა მის სურნელს და ბოლო წუთებით ტკბებოდა, რადგან იცნობდა საკუთარ თავს.
თუ ერთ საათში დენა შეუწყდებოდა, თავს ისე მოაჩვენებდა თითქოს არასდროს უგრძვნია ჯონგუკის სხეულის სითბო, თითქოს არასდროს გაჩენია მეტის სურვილი, თითქოს არასდროს ყოფილა ჯონგუკი ამ სახლის კედლებში და ყველაფერი მხოლოდ ლამაზი სიზმარი იყო.
ნამდვილად ეტყობოდა ალფას რომ დაღლილობა ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა მისთვის.
ღრმად ეძინა, სხეულსაც კი არ ატოკებდა საათების განმავლობაში, რაც თეჰიონს საშუალებას აძლევდა კარგად შეესწავლა მისი სახის ნაკვთები.
დიდი სიამოვნებით ჩახედავდა თავალებში ისევ. ისე როგორც იმ დილით. კიდევ ერთხელ იხილავდა მისი თვალების ოქროსფერ ბრწყინვალებას, მაგრამ ამისთვის ალბათ საკუთარ თავმოყვარეობაზე გადაბიჯება მოუწევდა.
ამიტომ დამშვიდებას ამჯობინებდა.
იმით დაკმაყოფილებას, რაც ამ წამს ჰქონდა.
მცირედით ბედნიერების მიღებას სწავლა ჭირდება და თეჰიონმა თითქოს იმ ღამით გაიაზრა ეს გაკვეთილი.
მართალი იყო ჯონგუკი. ომეგას არ ძულდა საკუთარი მეუღლე და ამის გამო საკუთარი თავი ეცოდებოდა.
მას ძულდა თავისი თავისუფლების დაკარგვის ერა. ძულდა აზრი, სადაც გადაწყვეტილება მის ნაცვლად მიიღეს. ძულდა ის დღე, როცა მასზე იქორწინა, მაგრამ სასაცილო იყო, რომ არ ძულდა ჯონგუკი.
YOU ARE READING
Fate or...?
Fanficყველას ისტორიას აქვს დასაწყისი, მაგრამ კიმ თეჰიონისთვის, რომ გეკითხათ, მისი ისტორია სადღაც შუიდან გრძელდებოდა. ყველაფრის დასაწყისი ბუნდოვნად ახსოვდა, უბრალოდ არ იყო იმ განწყობაზე "ამ წუთს არასდროს დავივიწყებო" რომ ამბობენ. თუ ბედისწერა არსებობს, ვიღ...