●
კომპანიის დერეფანში, კედლებზე დაკიდებული ნახაზები. მისთვის საამაყო ნამუშევრები.
ამ კედლებს შორის გავლა ყოველთვის სიამაყის გრძნობას უჩენდა. მათგან უმეტესობა საკუთარი ხელით ჰქონდა შექმნილი.
ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა წარმატებისთვის.
შეიძლება მასზე ნიჭიერი არქიტექტორებიც არსებობდნენ, ვისი ნიჭიც სწორედ შესაძლებლობების ნაკლებობამ ჩაახშო, მაგრამ ამაზე ფიქრში დრო არასდროს დაუკარგავს.
ვერ გააწბილებდით, რადგან შესაძლებლობების გამოუყენებლობა, აი რა იქნებოდა დანაშაული მისი მხრიდან.
ახლა კი ამ დერეფნებში სიარულის დროს არაფერს გრძნობდა.
არ აღაფრთოვანებდა საკუთარი თავი.
შეიძლება წარმატებული ადამიანი იყო ცხოვრებაში, მაგრამ შენი წარუმატებლობა ოჯახში გაბეჩავებს.
თუ შენთვის ძვირფასია ადამიანი, რომლის გვერდითაც ცხოვრობ, მხოლოდ კარიერა ვერასდროს მოგგვრის სიამოვნებას.
დღეს იუნგი უნდა ენახა.
თავად აპირებდა პირველს ეთქვა მომხდარის შესახებ მინისთვის, მაგრამ ნამჯუნმა დაასწრო და არა იმიტომ, რომ ამის გაკეთება ახალისებდა უფროს ალფას.
გამოძიების პროცესში, რაც თავის თავზე აიღო კიმმა აუცილებლობა მოითხოვდა პირველწყაროდან გაეგო იმ ღამის დეტალები. რათა მიეკვლია, როგორ აღმოჩნდა ვიდეო ჯუნვონის ხელში, ან ვის შეიძლებოდა ჰქონოდა ასლი, რომელსაც ასე თავგამოდებით ამტკიცებდა ომეგა რომ არსებობდა.ჯუნვონი მომხდარის შემდეგ აღარ შეხმიანებია.
ეტყობოდა დროს აძლევდა და ნაბიჯებს ელოდებოდა ალფასგან.
სანამ ის ჩუმად იყო, მანამდე უნდა მოეხერხებინათ და ხელჩასაჭიდისთვის მიეკვლიათ.რამდენიმე დღიანი დეპრესია აშკარა იყო ჯეონი სახეზე.
მის ქმედებებშიც გამოსჭვიოდა დაგროვილი ბრაზი, თუ დარდი.
მაგრამ არაფერი შეედრებოდა მინ იუნგის სახეს იმ დროს, როცა საკუთარი კაბინეტის კარი შეაღო ჯონგუკმა.
თითქოს არ აკლდა კიმ ნამჯუნის მუშტი სახეში, საკუთარი ძალებით მოუზომავად გაარტყა სილა მინმა.
არც თავად იუნგის წარმოედგინა, თუ კიმ თეჰიონის გამო ოდესმე ამას გააკეთებდა, მაგრამ აქ პიროვნულად მასზე არ იყო საუბარი ფერმკრთალისთვის.
აქ სამართლიანობის და უსამართლობის მწვავე ჭიდილში გახლდათ საქმე და რაც მთავარია ჯეონის უკიდურესად დიდ შეცდომით გადადგმულ ნაბიჯში.
YOU ARE READING
Fate or...?
Fanfictionყველას ისტორიას აქვს დასაწყისი, მაგრამ კიმ თეჰიონისთვის, რომ გეკითხათ, მისი ისტორია სადღაც შუიდან გრძელდებოდა. ყველაფრის დასაწყისი ბუნდოვნად ახსოვდა, უბრალოდ არ იყო იმ განწყობაზე "ამ წუთს არასდროს დავივიწყებო" რომ ამბობენ. თუ ბედისწერა არსებობს, ვიღ...