ორი იდიოტი-ანუ განქორწინება

451 67 13
                                    


  პირველად ხედავდა ამდენად შეშლილს მასში.
ზარავდა მისი არსებობა და მის უკან ამოფარებული ჯიმინის შეშინებული, აცახცახებული სხეული საერთოდ არ აკვირვებდა.
სურდა შეეჩერებია ეს სიგიჟე, ჯანგის სახლის კარის გაღებისთანავე რომ დაიწყო, მაგრამ ვერ ბედავდა მასთან მიკარებას.
თავი მის ადგილზე წარმოედგინა და ალბათ ვერავინ შეაჩერებდა თავად მას მსგავს სიტუაციაში.
ჯონგუკს ეტყობოდა რომ თავის თავზე გადატანილ ჯავრსაც ჯანგ ჰოსოკზე ანთხევდა.
თავის დამარცხებასაც ალფას კანზე ინაზღაურებდა.
გაურკვევლად უბღაოდა სახეში სიტყვებს, რომელიც მუქარა იყო და არა გაფრთხილება.
შეწინააღმდეგების მიუხედავად, მის ქვეშ ეგდო უკვე უსიცოცხლოდ ჰოსოკის სხეული და თავის გამოძრავებასაც ვეღარ ახერხებდა.

"ჯონგუკ დროა გაჩერდე!"

ორი მეტრის მოშორებით უყვიროდა ნამჯუნი, ისიც იმიტომ რომ ჯიმინის დაზაფრული სხეული დაემშვიდებინა.
სხვაგვარად არასდროს შეაჩერებდა.
ჯანგი ყველაფერს იმსახურებდა იმის შემდეგ, რაც გააკეთა და ჯონგუკი სწორედ ის იყო, ვისაც ამის სრული უფლება ჰქონდა.

არ იყო დარწმუნებული რატომ გაჩერდა.
შეიძლება იმიტომ რომ ნამჯუნმა დაუყვირა. შეიძლება იმიტომაც, რომ თავად ჩათვალა საჭიროდ გაჩერება, რადგან ვეღარ გრძნობდა წინააღმდეგობას. ისეთ სხეულზე მუშტების ქნევა კი უაზრობა იყო, რომელსაც აღარ შეეძლო დანაშაულის გააზრება.

"მისი იმ მდგომარეობაში დატოვება გონივრული იყო?"

საჭესთან ნამჯუნი იჯდა და უკანა სავარძელში მჯდომ ჯიმინს გამაფრთხილებელი თვალებით გახედა სარკიდან.

"მართალი ხარ არ უნდა დამეტოვებინა, უფრო მეტს იმსახურებდა."

ისევ ღრენდა ჯონგუკი მგზავრის სავარძელში.
ისევ ბრაზი ზვირთდებოდა მასში. ცოტა ხნით თითქოს გაიფანტა, მაგრამ ახალი ძალებით უბრუნდებოდა ეს ემოცია.
ბრაზი თეჰიონის გამო, საკუთარი თავის გამოც და ახლა უკვე მიზეზებს იუნგი დაემატა.
დღეების ისე გავიდა, არავინ იცოდა რას ნიშნავდა ჯინის და ომეგას შესვენება ურთიერთობაში.
და საერთოდ ეს ყველაფერი ბურუსით მოცული იყო მათი მშობლებისთვის.

Fate or...?Where stories live. Discover now