ზღვარზე

456 72 9
                                    


ჯერ სამკერვალოში შეიარა, სადაც ყველაფრის მზადება უკვე დასრულებული იყო.
დროებითი სახელოსნო უწოდა ამ ადგილს, რადგან მას არ ეკუთვნოდა.
ცოტა ხნით აიღო იჯარით და გადაწყვეტილი ჰქონდა, როგორც კი პირველ ჩვენებას მოაწყობდა, აუცილებლად შეისყიდიდა ფართს ნამდვილი სახელოსნოს გახსნისთვის.
ყველა ესკიზი გადაამოწმა, ფოტოსესიის შემდეგ თვალი არ შეუვლია მათთვის და რაიმე დეფექტის გაპარების უფლებას ვერ მიცემდა თავს.
სამკერვალოში მხოლოდ მისთვის მიჩენილი უსაფრთხოების თანამშრომელი უძღვებოდა საკუთარ ცვლას. მიესალმა, თვადაც დაფიქრდა ამის შემდეგ.
პირველად მიესალმა, თანაც ღიმილით.
როგორც კი სივრცეში შეაბიჯა, სადაც მის გარდა არც ერთი სულიერი არ იმყოფებოდა მთლიანად მოუშვა სხეული.
მგზავრობის დროსაც მარტო იყო, თუმცა ახლა თავისუფლად შეეძლო მთლიანად გამოეხატა თავისი ემოციები.
ჯეონ ჯონგუკი, მხოლოდ მისი სახე ედგა თვალწინ და იღიმოდა.
არასდროს წარმოედგინა, თუ ალფას ამდენად თავშეკავება შეეძლო. არ ჰქონდა მნიშვნელობა რა მიზეზი არსებობდა ამისთვის, ჯეონმა ყველაზე დიდი ნდობა მოიპოვა მის თვალში და ამას შესაძლოა ვერც იაზრებდა თავად ალფა.
მისი სურნელი იზიდავდა, მისი გარეგნობა ხიბლავდა და ახლა ისიც აღმოაჩინა, რომ კიდევ იყო მასში რაღაც, რაც მის აღფრთოვანებას იწვევდა.
მისი შინაგანი თავშეკავება.
არც ისეთი ნაბიჭვარი აღმოჩნდა, როგორც წარმოედგინა.
როგორც ცდილობდა რომ წარმოედგინა.
იღიმოდა თავშეუკავებლად.

ესკიზებს შორის დადიოდა და ხელით ნაზად სინჯავდა ქსოვილებს.
აკვირდებოდა მათ სტრუქტურას და თავისი თავით დღეს ყველაზე მეტად ამაყობდა.

სამკერვალოს შემდეგ ჯერი ნამჯუნის სააგენტოზე მიდგა.
მომდევნო თვეს უკვე ჩვენება იყო. მისი მთლიანი ორგანიზება ნამჯუნის სააგენტომ აიღო თავის თავზე და მიუხედავად იმისა რომ უკვე ყველაფრის ორგანიზება მოეხდინათ მათ და თეჰიონმაც მშვენივრად იცოდა დაგეგმილი ღონისძიების დეტალები, კიდევ ერთხელ უნდა გაევლო ის ნამჯუნთან ერთად.

Fate or...?Where stories live. Discover now