●
ნუთუ ყველაფერი ნამდვილად მისთვის თვალის ასახვევად იყო მოფიქრებული? წყრებოდა, თუმცა მაინც ღიმილი ეფინებოდა სახეზე.
ჯეონ ჯონგუკის სახელი უკვე ათჯერ მაინც გაიმეორა ამ ღიმილით და სიმსუბუქის შეგრძნებით ხან საწოლის ერთ მხარეს გადატრიალდებოდა, ხანაც მეორე მხარეს.
თუ რეალობა იყო ნამჯუნის ვარაუდი, რაშიც დარწმუნებას თავადაც იწყებდა, ეს ყველაფერს იმდენად ალაგებდა მის გონებაში, რამდენადაც რევდა.
არეულობას იწვევდა ის ფაქტი, რომ არ იცოდა როგორ გამოეყენებინა ეს ინფორმაცია თავის სასარგებლოდ.
რაღაცით უნდა ეპასუხა ალფასთვის.
კატა-თაგვობანას თამაში სულ სხვა აზარტს იძენდა და უფრო სასიამოვნო ეტაპზე გადადიოდა.
აქამდე მართლაც რომ მტრების იმიჯი ჰქონდათ, ახლა კი ეს იმიჯი მტრობიდან რომანტიულ ურთიერთობამდე უნდა მიეყვანა.ჯეონ ჯონგუკი მისი უნდა ყოფილიყო და აქ მხოლოდ სურვილი არ იკვეთებოდა.
ეს მიზანი იყო.
მხოლოდ ერთ ღამეში გადაწყვეტილი მიზანი.მისი სურვილით უნდა გაეგიჟებინა ალფა, ეჭვიანობით მშვიდი ძილი დაეფრთხო მისთვის და თუ აქამდე მისგან გაქცევას ლამობდა, ახლა ყველაფერს გააკეთებდა რომ ახლოს ჰყოლოდა იგი.
"უბრალოდ დაურეკე და უთხარი, რომ აქ ვარ."
"შემიძლია გავიგო ეს რას ემსახურება თეჰიონ?"
"როცა მოვა გაიგებ."
ის ეშმაკები უთამაშებდა თვალებში ომეგას, რომელიც დიდი ხანი იყო არ ეხილა ნამჯუნს.
ალფას აფიქრებდა თეჰიონის დრამების გარეშე გატარებული დღეები, მაგრამ არაფერს ეკითხებოდა იმ მიზეზით, რა მიზეზიც ჯიმინს გააჩნდა მეგობრის მიმართ.
საქმეზე თავგადაკლული ომეგა ისედაც დიდი ხანი იყო არ ენახა, ჩვენების შემდეგ ხომ სამ კვირაზე მეტი გავიდა, ქერას ზარმა კი მასთან სწრაფი ნაბიჯით მისვლა აიძულა.
თეჰიონი ჯერ მარტო აღნიშნავდა ესკიზების დასრულებას, რომელთაგან არც ერთი დაუწუნებია სანის და უკვე უშუალოდ კერვაზე გადავიდა სახელოსნო, სულ მალე კი ნამჯუნის კამპანიაში ზეიმობდა ამ ამბავს.
რამდენიმე სიტყვა ჯიმინთან დაკავშირებითაც უთხრა კიმმა, თუმცა არ ჩაღრმავებია. იმ ღამით სხვა განწყობა ჰქონდა ომეგას და ნამჯუნიც სიმართლე ითქვას მადლიერი იყო ამ განწყობისთვის.
არც ის იცოდა საიდან დაეწყო ახსნა, რა მოხდა პაკთან და არც ის, როგორ დაასრულეს ერთ საწოლში.
YOU ARE READING
Fate or...?
Fanficყველას ისტორიას აქვს დასაწყისი, მაგრამ კიმ თეჰიონისთვის, რომ გეკითხათ, მისი ისტორია სადღაც შუიდან გრძელდებოდა. ყველაფრის დასაწყისი ბუნდოვნად ახსოვდა, უბრალოდ არ იყო იმ განწყობაზე "ამ წუთს არასდროს დავივიწყებო" რომ ამბობენ. თუ ბედისწერა არსებობს, ვიღ...