მძიმეზე მეტად გაუსაძლისი

414 71 12
                                    


"ვიცი, რომ შეგიძლია ნამჯუნ."

ამჯერად ჯონგუკის სტუმრობის დრო იყო ბიძაშვილთან, მაგრამ არა სახლში, არამედ ალფას სააგენტოში.
თვალს არაფერს ავლებდა ჯონგუკი, მიუხედავად იმისა რომ არც ისე ხშირად სტუმრებია ამ ადგილს.
მოფლირტავე მოდელ ომეგებსაც ქედმაღლურ მზერას უბრუნებდა.
ნამჯუნის კაბინეტი ღია სივრცე იყო ყველასთვის.
ეს კიდევ  ერთი იმ დეტალთაგანი იყო, რითაც გამჭვირვალობას და ნდობას გამოიმუშავებდა ალფა.
ყველა ხედავდა ერთმანეთის პირისპირ მსხდომ ორ ალფას და ჯონგუკი არც კი ცდილობდა მორიდებულად მორგებოდა სიტუაციას.
ემოციებისგან უკვე ხელებს შლიდა საუბრის დროს და ნამჯუნის მშვიდი სახე უფრო მეტად აღიზიანებდა.

"თუ მან თქვა რომ მოსაწვევი აღარ არის, ესეიგი აღარ არის."

ისევ მშვიდი ტონით პასუხობდა უფროსი ჯონგუკის ემოციურ მიმართვას.

"შენც ხომ იცი ეს რატომ თქვა და თავად გინდოდა ამ ჩვენებას დავსწრებოდი."

ნამჯუნი წინ გადმოიხარა და მზერა გაუსწორა ჯონგუკს.
გამომცდელი, კითხვის ნიშნით და გულწრფელ პასუხს რომ მოითხოვდა კითხვის დასმის გარეშე ისეთი.

"ერთი მიზეზი მაინც მითხარი ეს რატომ უნდა გავაკეთო."

თქვა ბოლოს.
თქვა და ჯონგუკის აცმაცუნებულ ტუჩებზე გადაიტანა მზერა ამჯერად.
ნერვიულობდა? არა, ეს ჯეონს არ შეეფერებოდა.
თვალებსაც მარჯვნივ-მარცხნივ აცეცებდა. ეს იმას ნიშნავდა რომ ფიქრობდა.
ფიქრობდა სწორ პასუხზე.
უფრო სწორად იმ პასუხზე, რომელიც ნამჯუნს მოეწონებოდა.

"მას არ უნდა რომ იქ ვიყო."

დიახ, ვერაფერი მოიფიქრა და ეს პასუხი ნამდვილად არ მოეწონებოდა უფროს ალფას.
პასუხი, რომელიც თავის თავშივე ამბობდა, რომ იქ წასვლა თეჰიონის ჯიბრზე სურდა ჯეონს.

Fate or...?Where stories live. Discover now