სადღაც შორიდან, ისმოდა გულისცემა

413 70 15
                                    


  ფერომონების საბურველი, ეს ლამაზი იყო. ლამაზი მათთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ საბურველის შექმნაში.
თავშეკავებით, ნელი ნაბიჯებით, გახშირებული სუნთქვით და მძიმედ მიიწევდა მისკენ, უახლოვდებოდა საწოლს. თავისი გახშირებული სუნთქვის ფონზე ხედავდა, როგორ უმშვიდდებოდა მკერდი ომეგას.
აღარ კრუსუნებდა და უფრო თავისუფლად აკვროდა საწოლის ზედაპირს.

ჩამოჯდა.
ფრთხილობდა.
არ სურდა გაეღვიძებინა.
არ იცოდა, რა მოხდებოდა ამის შემდეგ.
უფრო სწორად იცოდა.
ამ მდგომარეობაშიც კი ალბათ კინწისკვრით მოისვრიდა თეჰიონი თავისი სივრციდან.

ოდნავ შევარდისფერებული ღაწვები ამშვენებდა ქერას სახეს და სიცოცხლის ელფერს სძენდა სხეულს.
გაოფლილ ტანს თანდათან სიმშრალის ეფექტი დატყობოდა და ჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთი იყო, რაც ალფა იმყოფებოდა მის გვერდით.
მშვიდად ძილს აგრძელებდა, უშფოთველად.
ეს სითამამეს ძენდა ჯონგუკს და ამჯერად მხოლოდ საწოლზე ჯდომით არ დაკმაყოფილდა, გვერდით მიუწვა თეჰიონს.
მოშორებით, თუმცა მაინც გრძნობდა მის სიახლოვეს.
იმ სიახლოვეს, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეეძლო.
ცოტა ხნით უყურა მის სახეს და შემდეგ ჭერისკენ მიმართა მზერა.

ნამჯუნმა უთხრა სხვაგვარად მოქცეულიყო, თუმცა არ იცოდა საიდან დაეწყო.
თეჰიონი ის ადამიანი იყო, რომელთანაც ყველა მოქმედება სწორად უნდა შეგერჩია, ყველა სიტყვას აწონ-დაწონვა ჭირდებოდა და თან ისე, რომ გულწრფელობა არ დაეკარგა.
სხვა შემთხვევაში ამას აუცილებლად შეამჩნევდა ომეგა და შედეგები მეტად სავალალო იქნებოდა.
როგორც იმ ღამით, წვეულებაზე მეგობართან.
მხოლოდ იმას ცდილობდა ალფა, რომ ისე მოქცეულიყო, როგორც ამას მშობლებთან აკეთებდნენ.
ცდილობდა ის როლი კარგად მოერგო, რომელიც არც კი იცოდნენ მათმა მშობლებმა რომ უბოძეს.
საერთოდ როცა საქმე მათზე მიდგებოდა, დიდი თავსატეხი უჩნდებოდათ ორივეს.
ჯონგუკს არ ჭირდებოდა ზედმეტი ზეწოლა ოჯახის შექმნისთვის, მაგრამ იცოდა თეჰიონს ყველაფრის დაკარგვით დაემუქრნენ, თუ ბედნიერ ოჯახს არ შექმნიდა მასთან ერთად.
ერთხელ ისიც კი ახსენა ომეგამ, როცა წარმატებული დიზაინერი გახდებოდა, ჯანდაბაში გაუშვებდა ჯონგუკს.

Fate or...?Where stories live. Discover now