●
"იმიტომ რომ, მაიძულებ მძულდე."
რამდენად ბევრი სიმართლე იდო ამ სიტყვებში და მაინც არ სურდა რეალობის მიღება.
ეს თავად გააკეთა. სწორედ მან უბიძგა ჯონგუკს ასე ეფიქრა. დიახ, ის იდგა ალფას სიძულვილის უკან. განვლილი დრო თვალწინ წამებში გადაეშალა. დიახ, იმსახურებდა ამ სტატუსს ჯონგუკის ცხოვრებაში.
და ეს იმას არ ნიშნავდა, რომ შერიგებას აპირებდა. დანებებას, თეთრი დროშის აღმართვას.უკვე რამდენიმე ნაბიჯით გაცდენოდა ალფას, მაგრამ სწრაფად დატრიალდა ქუსლებზე.
ფრთებგაშლილმა ფიქრებმა უბიძგეს ამისკენ.
მოგონებებმა და იმ დანაშაულის გამოსყიდვის სურვილმა, რაც თავისი ალფას წინაშე მიუძღვოდა.ძლიერი იყო ბაგეების შეჯახება, უხეში და გრძნობებით დაცლილი.
მთლიანად აუშვა აღვირი თავის სურვილებს ომეგამ, გამოანთავისუფლა შეკავებული ფერომონები, რომლებიც მხოლოდ დენის დროს თუ იყვენენ ამდენად თავისუფალნი.
ცისფერი თვალები ჯონგუკის სულში იმზირებოდა თითქოს.
ღრმად ცდილობდა ჩახედვას. სადღაც ფსკერამდე, რომ მხოლოდ მისი არსებობა ყოფილიყო ალფასთვის ნიშანდობლივი.
იმ კოცნას ჰგავდა საპირფარეშოში, თუმცა თეჰიონისგან განსხვავებით ჯონგუკმა ტუჩები შეაღო. იქნებ ეს გაოცებისგან მოხდა, ან იქნებ ისეთივე სურვილით იყო სავსე, როგორც ქერა.
ამაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო თეჰიონს.
მნიშვნელოვანი მხოლოდ ის იყო, ის თვალები, ასე რომ სურდა ენახა კვლავ.
ოქროსფრად მოელვარე, გაფართოებული სიმრგვალეები და კოცნა, სადაც არც ერთი ცდილობდა თვალის მოხუჭვას, რადგან ეშინოდათ გაქრებოდა მირაჟი და ისევ ერთმანეთისგან შორს აღმოჩნდებოდნენ.
ომეგა შიშობდა, რომ ეს უბრალოდ თავის გონებაში წარმოდგენილი სინამდვილე იყო და არა ცხადი, ხელშესახები.
ალფას ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია. ეს მხოლოდ ეკრანზე ენახა და არასდროს ეგონა, თუ თავადაც გააკეთებდა მსგავსად.
ისევ თვალის დაუხამხამებლად უმზერდნენ ერთურთს.
YOU ARE READING
Fate or...?
Fanfictionყველას ისტორიას აქვს დასაწყისი, მაგრამ კიმ თეჰიონისთვის, რომ გეკითხათ, მისი ისტორია სადღაც შუიდან გრძელდებოდა. ყველაფრის დასაწყისი ბუნდოვნად ახსოვდა, უბრალოდ არ იყო იმ განწყობაზე "ამ წუთს არასდროს დავივიწყებო" რომ ამბობენ. თუ ბედისწერა არსებობს, ვიღ...