ხანდახან ჯობს თავი დახარო

432 71 11
                                    

  მთელი სამი დღე სახლში არ დაბრუნებულა ჯეონი.
თითქოს კარი სამუდამოდ გაიხურა და უკან მოხედვას აღარ აპირებდა.
თეჰიონი იჯდა, უბრალოდ იჯდა და გაბმულ ზარებს მობეზრებით უსმენდა.
ზარებს გამომცემლობებიდან, ჟურნალისტებისგან, მშობლებისგან, ჯიმინისგან.
პირველი დღე საკუთარ ოთახში გაატარა ომეგამ.
დანაშაულის გრძნობით და მოლოდინით, რომ სადაც იყო ჯეონის მანქანა გამოჩნდებოდა.
მეორე დღეც დიდად არ განსხვავდებოდა პირველისგან, უბრალოდ სხვა მრავალ ზარს, ჯიმინის ნომერიც დაემატა მის ტელეფონზე.
საბოლოოდ კი საღამოს ვიზიტით დააგვირგვინა პაკმა.

ჯიმინი პასიური ომეგა იყო, დიდად რომ არ განსხვავდებოდა ბეტასგან.
არც ფერომონების მოჭარბება აწუხებდა და ვერც სხვის ფერომონებს გრძნობდა დიდად.
დიდხანს ტანჯავდა კომპლექსი ამის გამო.
ალბათ მისი და თეჰიონის დამეგობრება ამ კომპლექსის დაძლევას უკავშირდებოდა ძირითადად. სწორედ კიმი იყო ის, ვინც დაარწმუნა პაკი რომ მთავარი არ იყო რამდენ ფერომონს გამოიმუშავებდა მისი ორგანიზმი, მთავარი იყო მას ვინ სურდა რომ ყოფილიყო. თუ მოინდომებდა შეეძლო მთელი ცხოვრება ალფად ეცხოვრა და ეს მისი არჩევანი იქნებოდა. არა სისხლის ტესტის, არა ბიოლოგიური წარმოშვების, არა საზოგადოების. არამედ მისი.

თეჰიონი არ იყო დომინანტი ომეგა, მაგრამ მისი შესაძლებლობების ალფასაც შეშურდებოდა. საბოლოოდ პაკისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა.
აი რომ გეკითხათ ვინ სურდა გამხდარიყო, თავისუფლად გეტყოდათ_კიმ თეჰიონი.
ყველას ჰქონდა სისუსტე. ეს თეჰიონის შიგნითაც იმალებოდა, მაგრამ იმდენად არ ეგუებოდა თავის სუსტ მხარეს ომეგა, საბოლოოდ სიძლიერედ აქცია იგი.
დიახ, ტიროდა. მაგრამ ალფებიც ტირიან.
ტირილი არ არის სისუსტის ნიშანი.
როცა ძლიერი ხარ და ტირილიც შეგიძლია, ეს უფრო ძლიერს გხდის და არა პათეთიკურს.
თუმცა ყველას წინაშე როდი ტიროდა თეჰიონი.
მას შეეძლო გულში შეენახა საკუთარი ტკივილი და შესაბამისს ადამიანთან დაცლილიყო.
კიმ ნამჯუნს და პაკ ჯიმინს ეს ერთი რამ განასხვავებდა.
ნამჯუნი თეჰიონისთვის მოტივაციას პოულობდა, ჯიმინი კი სისუსტის ჟამს მისი მხარი იყო ცრემლების შესაშრობად.

Fate or...?Where stories live. Discover now