განთავისუფლება

578 72 20
                                    


კიმ თეჰიონი არ იყო ორდინალური პიროვნება.
რთული იყო მისი გაგება და ამოცნობა სიტყვების წყობას, რომელ ფიქრს უკავშირებდა. რას იყენებდა ალეგორიად და რა იყო პირდაპირი მნიშვნელობით გასაგები.
შებინდებული იყო უკვე.
ფეიერვერკები ცას ცივ ფერად ანათებდა, თუმცა ეს სიცივე სითბოდ ირეკლებოდა ომეგას სახეზე.
გაოცებული აკვირდებოდა ჯონგუკი და ჯერ კიდევ ცდილობდა გააზრებას მოსმენილის.
ამოცნობას, რამდენად გულწრფელი იყო მისი სიტყვები.
აქაც კი ორიგინალურობა ჩააქსოვა კიმმა და არ უთხრა_ მომწონხარ, თანდათან შენს შეყვარებას ვიწყებ, "მგონი"... რა ჯანდაბა იყო მგონი?
როდიდან განისაზღვრებოდა ეს გრძნობა საშუალო არითმეტიკულით.
როდიდან იყო, თუ არ მძულხარ, ესეიგი მიყვარხარ.
სიგიჟე იყო კიმთან ურთიერთობა და თავად კიმიც გიჟი იყო უდაოდ.
მაგრამ არანაკლებ შეშლილობის ფაზას უახლოვდებოდა ჯეონ ჯონგუკი.
ამ ამბავში ყველაზე კარგი და გასაგები სწორედ ის იყო, რომ ამას იაზრებდა ალფა.
ხვდებოდა, რომ სიგიჟისკენ მისი სწრაფვა არ იყო ნორმალური. ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა, ჯერ კიდევ არ ჰქონდა საღი აზრი ბოლომდე დაკარგული.

"თეჰიონ!"

დაინახა, როგორ მოეხვია მომცრო აღნაგობის სხეული ომეგას. ბედნიერი სახით და უამრავი სამადლობელი სიტყვით.
ყველა სიკეთეს ეს მომენტიღა აკლდა ფინალისთვის.

_იცი რა? ჩვენ აქ თეჰიონის გრძნობები გვაქვს გასარკვევი, გაგვეცალე.

ალფას შინაგანი ხმა უყვიროდა სხეულს.
ომეგამ კი მარტივად გადაიტანა ყურადღება სანიზე, თითქოს მნიშვნელოვანი არც არაფერი მომხდარა წამის წინ.
საპასუხო მადლობას უხდიდა უმცროსს და გულწრფელად უღიმოდა.

"ახლა გასამგზავრებლად უნდა მოვემზადო."

"თაფლობის თვე ალპებში, გიჟი ხარ."

Fate or...?Where stories live. Discover now