ბედნიერებამდე

468 69 18
                                    

   

თეჰიონი ორსულად არის

თეჰიონს მალე ბავშვი ეყოლება

მე და თეჰიონი ბავშვს ველოდებით

ჩემი ომეგა ორსულად არის და რაიმე ისეთი მჭირდება რომ მოეწონოს

თეჰიონი ორსულად არის და არ შეიძლება

თეჰიონს დასვენება ჭირდება, რადგან ორსულადაა

რამდენიმე დღის მანძილზე, ალბათ ყველა ბრუნვაში და კონტექსტში უმეორებდა ყველას, რომ თეჰიონი ორსულად იყო.
არ ჰქონდა მნიშვნელობა ვის ესაუბრებოდა, კომპანიის თანამშრომლებს, სუპერმარკეტის გამყიდველს, ახლად გაცნობილ ადამიანს.
ყველას უნდა ცოდნოდა რომ ჯეონ-კიმ თეჰიონი მის შვილს ელოდებოდა.
ეს უფრო იმას ჰგავდა, აი თავად რომ არწმუნებდა თავს ამ ყველაფერში.
ჯერ კიდევ დაუჯერებლად ეჩვენებოდა მის თავს დატრიალებული მოულოდნელი სიხარული.
მართალი იყო ომეგასთვის ჯერ არ გადაუვლია ბრაზს ბოლომდე, მაგრამ ამისთვისაც ბევრს იღრწვოდა ჯონგუკი.
ლამის მის ფეხქვეშ იყო გართხმული და მხოლოდ სურვილი იყო ომეგასგან საჭირო. სიტყვის დასრულებასაც არ აცდიდა ისე ასრულებდა მისი პირიდან ნებისმიერ დაცდენილ სიტყვას.

სიყვარულს ვერაფრით გიმტკიცებო უმეორებდა, მაგრამ მისი ქმედებები მეტი იყო თეჰიონისთვის, ვიდრე მტკიცებულება.
ამას ხმამაღლა ჯერ არ აღიარებდა, ჩადენილისთვის თავისი გზებით უხდიდა სამაგიეროს, მაგრამ ჩუმად ეღიმებოდა, როცა ჯონგუკი უსიტყვოდ უსრულებდა ყველაფერს.
ყურმოჭრილ ლეკვს ჰგავდა ალფა.

"თუ შემეხები, მოგკლავ."

თითქოს ისე არ იყო, რომ თავადაც არ კვდებოდა მისი შეხების შეგრძნების სურვილით, თუმცა ეს სასჯელი იყო, რომელსაც ჯეონ ჯონგუკი დამსახურებულად იღებდა.
კიდევ ერთხელ ცადა ჩუმად შეხება მისთვის ძილში, მაგრამ ჰოი საოცრებავ, თეჰიონს არ ეძინა.

Fate or...?Where stories live. Discover now