გრძნობა ჯერ დამალულია

536 70 26
                                    

მკლავზე მარწუხი იგრძნო და გაკვირვებით ჯერ საკუთარ ხელს დახედა და შემდეგ თვალები ალფას ანთებულ ორბებს გაუსწორა.
როცა ორი სხეული შენიშნა აუზთან, არ ფიქრობდა რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა.
მხოლოდ სურდა იმ ომეგასთვის თავისი ადგილი მიეჩინა და ჯონგუკთან თავისი სიტყვის დატოვების შემდეგ ტრიუმფით გაცლოდა იქაურობას.
თუმცა როგორც ჩანდა, როცა საქმე ალფას ეხებოდა, არასდროს შეეძლო განესაზღვრა წინასწარ რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
მათი მზერის გაცვლა მხოლოდ რამდენიმე წამი გაგრძელდა სიტყვების გარეშე და შემდეგ სახლისკენ გადადგა ნაბიჯი ჯონგუკმა.
ხელი ისევ თეჰიონის მკლავზე შემოეჭდო და მასთან ერთად მიუყვებოდა გზას.
წინააღმდეგობას არ უწევდა ომეგა.
არც უმნიშვნელო ვარაუდებით სურდა თავის დაღლა. რა აზრი ჰქონდა თუ მაინც არც ერთი გამართლდებოდა.
უბრალოდ მის ნებას მიჰყვებოდა. ყველგან გაჰყვებოდა.
ყველგან ჯოჯოხეთშიც.
მისი ემოციები ჯონგუკის მიმართ უკვე ამოკვიატებას ემსგავსებოდა და ცოტა აშინებდა ეს ფაქტი.
როგორც სიყვარული, ამის კვალიფიცირება არ სურდა, რადგან იმაზე მეტად ეშინოდა, ვიდრე ამოკვიატებული იდეის.

ისევ ოთახში აღმოჩნდნენ რამდენიმე წუთში. მხოლოდ მაშინ გაუშვა ხელი ჯონგუკმა და ორივე ხელით სახე დაიზილა ცოტა გონზე მოსასვლელად.
ჯერ კიდევ ცდილობდა მომხდარის გაანალიზებას და გაფილტვრას იმ დონემდე, სადაც აღარ დარჩებოდა ზედმეტი კითხვები.
სადაც მხოლოდ ერთი მარტივი კითხვის დასმა იქნებოდა საკმარისი, რომ თეჰიონის ფიქრებს ჩაწვდომოდა.

"მგონი უმჯობესია საკუთარ რომანებს მიხედო. ჩვენ თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს."

რამდენად იდიოტი შეეძლო ყოფილიყო, როცა სათქმელს თავს ვერ უყრიდა.

"თავისუფალი? რამდენად თავისუფალი?"

მხოლოდ სიმწრის სიცილი წასკდა ომეგას და დაუჯერებლობით პირზე აიფარა ხელი.

Fate or...?Where stories live. Discover now