ეჭვიანობა

469 74 19
                                    


დიდი ხანი დაჭირდა თავის დასამშვიდებლად. თამაში იყო თუ სინამდვილე, მასში სექსუალურ აღგზნებას იწვევდა ომეგას ქმედებები.
საშხაპედან სულ რამდენიმე წამის წინ გამოაბიჯა, მაგრამ გრძნობდა როგორ ცვარავდა მის სხეულს ისევ ოფლი, შინაგანი სიმხურვალის გამო.
რატომღაც წინასწარ არ შეამოწმა იდო თუ არა მისი ყოფილი ოთახის, ყოფილ საშხაპეში სააბაზანოს ხალათი, ახლა კი ვერსად პოულობდა მას.
იძულებული იყო მხოლოდ პირსახოცით დაეფარა სიშიშვლე და გულწრფელად რომ ითქვას, დიდად არც აწუხებდა ეს ფაქტი.
ძალიან ბევრჯერ თუ არა, საკმარისად ხშირად წარმოედგინა ეს სცენა, როგორ ელოდებოდა თეჰიონი საწოლზე, მისი სურვილით, მისთვის მზად და როცა პირველივე კადრი საწოლზე მჯდარი თეჰიონი შეეჩეხა თვალში, უცნაური გრძნობა დაეუფლა მკერდში. ეს გრძნობა მისი მკერდიდან მუცლის ქვედა ნაწილში იწევდა და თუ ომეგა უტეხ, ინტენსიურ მზერას არ აარიდებდა, ალბათ კვლავ მოუწევდა აბაზანაში მიბრუნება.

"არ აპირებ რომ მიტრიალდე?"

"არა, თანაც უკვე ნანახი მაქვს შენი შიშველი სხეული."

ხედავდა, როგორ უთამაშებდა ეშმაკები თვალებში. ეს ენის გადმოყოფა, რაღა ჯანდაბა იყო.
აკვირდებოდა, ომეგას კომფორტულ პოზიციას და მოელვარე მზერას, რომელიც მთელს მის სხეულზე ნაწილდებოდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, სად ჯანდაბაში შეიძლებოდა მისი სიშიშვლე ენახა თეჰიონს. ჩათვალა, მხოლოდ სიტყვის მასალად თქვა ომეგამ.
ახლა მისი დრო იყო, ბიჭის ჰორმონებზე ეთამაშა.
საბოლოოდ გაეგო, რამდენად შორს შეეძლო წასვლა კიმს.

"ხო?"

გამომცდელი მზერით, თვალის კუთხიდან გახედა წაბლისფერთმიანს და ხელის ერთი მოძრაობით შემოიხსნა ერთადერთი ქსოვილი, რომელიც ნახევრადაც არ ფარავდა მის დედიშობილა სხეულს.

კარგად ხედავდა, როგორ სურდა ომეგას თვალებზე ხელის აფარება და ეს უფრო მეტად ამხიარულებდა მთელს ამ სიტუაციას.
სიმორცხვისგან იყო თუ მოულოდნელობისგან, საყვარლად მოეჩვენა ამ წამს კიმი.
მთელი მისი გამბედაობის მოკრების ხერხები, სიმტკიცე რომ რეაქცია არ ჰქონოდა.

Fate or...?Where stories live. Discover now