●ქორწილიდან წასვლა, ყველაზე კარგ გამოსავლად ესახებოდა ალფას, რადგან უკვე რამდენიმე წუთი იყო თეჰიონი მის მკერდზე აკრული ტიროდა. ქალბატონმა ლიმ მათი მარტო დატოვება არჩია, თუმცა შეუძლებელი იყო სადღესასწაულო ადგილზე მარტო დარჩენის საშუალება ჰქონოდათ.
უცნაურ მზერას, რომელსაც ყოველი გვერდით ჩამვლელი ჩუქნიდა აიგნორებდა ჯონგუკი.
უფრო მჭიდროდ ჰყავდა აკრული თეჰიონის სხეული, მის დამშვიდებას ზურგზე ნაზი შეხებით ცდილობდა, თუმცა ვერაფრით ამოეხსნა, რატომ იყო ამდენად გულაჩუყებული ომეგა.სანამ თეჰიონი კარვიდან გამოვიდოდა, ლი სიცილით უყვებოდა, როგორ ძალდატანებით შეიყვანა იქ და უფრო სასაცილო ამბებს ელოდა, როცა ომეგა დაბრუნდებოდა, თუმცა ქალის მოლოდინები არ გამართლდა.
"გინდა წავიდეთ?"
ჩუმად ჩაჩურჩულა.
მხოლოდ თავის გაქნევა მიიღო პასუხად.
შემდეგ კი ძლივს გასაგები ბურტყუნი."არ შემიძლია, სანის მარტო ვერ დავტოვებ."
ქორწილის მთავარი ფიგურა, ნამდვილად არ იყო თეჰიონის მეგობარი, მაგრამ წინასამზადისში ბევრჯერ დაიჭირა მომენტი კიმმა, რამაც აიძულა ეფიქრა რომ სანი ძალიან იყო დამოკიდებული მასზე.
დილითაც ისე ელოდა თეჰიონის გამოჩენას უმცროსი ომეგა, თითქოს ის იყო მისთვის მამოძრავებელი ძალა."მაშინ სადმე ჩამოვსხდეთ."
მიზეზებს არ ჩაჰკითხვია ჯონგუკი.
მართალია არ იცნობდა თეჰიონს ამდენად კარგად, თუმცა შინაგანად გრძნობდა, რომ საჭირო დროს თავად ომეგა გახდებოდა ინიციატორი მიზეზებზე ესაუბრა.ეშმაკის ბორბალთან შეჩერდა და თავის რიგს დაელოდა.
თეჰიონს არც შეუწუხებია თავი გაეგო, სად იმყოფებოდნენ. არაფრის გამო არ შორდებოდა ჯონგუკის მკერდს, მის უსაფრთხო ადგილს. დამამშვიდებელ ელექსირს.
მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა მექანიზმი დაიძრა და მაღლა სვლა დაიწყო.
დამფრთხალმა წამოსწია თავი მკვრივი მკერდიდან, მაგრამ ხელებით ალფას პერანგს მჭიდროდ ჩაებღაუჭა.
YOU ARE READING
Fate or...?
Fanficყველას ისტორიას აქვს დასაწყისი, მაგრამ კიმ თეჰიონისთვის, რომ გეკითხათ, მისი ისტორია სადღაც შუიდან გრძელდებოდა. ყველაფრის დასაწყისი ბუნდოვნად ახსოვდა, უბრალოდ არ იყო იმ განწყობაზე "ამ წუთს არასდროს დავივიწყებო" რომ ამბობენ. თუ ბედისწერა არსებობს, ვიღ...