პირველი გაელვება

540 79 18
                                    


   შაბათი დღე მხოლოდ იმიტომ უყვარდა ყოველთვის, რომ ყოველგვარი გეგმის გარეშე შეეძლო გაეტარებინა. არანაირი საქმიანი შეხვედრა, არანაირი ქაღალდები მხოლოდ ის და თავისუფალი გზა.
ხშირად მიუჯდებოდა საჭეს და უბრალოდ უმისამართოდ დაადგებოდა ჯერ კიდევ ცივ ასფალტს.
ქორწინების შემდეგაც არ შეცვლილა ეს ტრადიცია.
მით უფრო, რომ მეტი მიზეზი ჰქონდა სახლში არ გაეტარებინა თავისუფალი დღე.
ამ შაბათს, იგივე რუტინა უტრიალებდა გონებაში, მაგრამ როცა თეჰიონის საწოლში გაიღვიძა, გეგმები ოდნავ შეეცვალა.
გადაწყვიტა მანამ დარჩენილიყო შინ, სანამ ომეგა არ გამოფხიზლდებოდა.
კიდევ დიდ დროს გაატარებდა მისი სილამაზის ცქერაში, მაგრამ იმ ვნებებს ვერაფერს უხერხებდა, რომელიც მასში ზვირთდებოდა თეჰიონის ყურების დროს.
თავის კონტროლი მაშინც კი არ უჭირდა ასე, როცა დენის პერიოდი გაატარა მასთან.
მაგრამ კიმი ყოველ დღე უფრო და უფრო დიდი გამოწვევის წინაშე აყენებდა მას.
ყოველი შესაძლებლობისთანავე გამაგიჟებლად სექსუალური ხდებოდა ომეგა. გარშემოტყმული თავისი ფერომომების სურნელით, არც ზედმეტად ბევრი, მაგრამ არც იმდენად ფერმკრთალი, როგორსაც ყოველთვის გრძნობდა მისგან.

ყველაზე რთული თავის შეკავება წინა დღით იყო ალფასთვის.
როცა მოშიშვლებული ფეხებით დახვდა სამზარეულოში კიმი.
მისი პერანგი ეცვა და ქსოვილის სიგრძე მხოლოდ საჯდომს უფარავდა, ისიც გაჭირვებით.
უცოდველი ღიმილი ეფინა სახეზე და ამის პარალელურად იქამდე ჰქონდა პერანგი შეხსნილი, თავისუფლად შეეძლო დაენახა გულ-მკერდის ნახევარი ალფას.
არ აინტერესებდა რა მოამზადა ომეგამ.
არც ის აინტერესებდა, რის შესახებ საუბრობდა იმ წამს. სმენის რეცეპტორები სრულიად დაეხშო თეჰიონის მომხიბვლელობას. მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ხვდებოდა, რომ რაღაცაზე ელაპარაკებოდა.
ეცადა თავი ხელში აეყვანა და ჰორმონების არასაჭირო ბრძოლას არ აჰყოლოდა.
სასაუზმოდაც კი მიუჯდა მაგიდას მის გვერდით, მაგრამ არა.
ეს შეუძლებელი იყო.
შეუძლებელი მაშინ, როცა ცალი ფეხი სკამზე მოკეცვით შემოდო ომეგამ და პერნაგის შიგნით დამალული ხედის ახლო კადრით ნახვა შეეძლო უკვე.
პირში მოთავსებული საჭმელიც კი ვერ პოულობდა გზას ყელში გადასასვლელად.
გამოტენილი პირითვე განაცხადა, რომ ეჩქარებოდა და ფეხზე წამოდგა.
გვიან ღამით კი გალეშილი ომეგა დაბრუნდა სახლში.
ზედმეტად ახლოს იყო დანებებასთან.
უკვე იმდენად ახლოს, რომ საკუთარ მომავალ მარცხს შეეგუა კიდეც.

Fate or...?Where stories live. Discover now