ბედი ან...?

613 69 13
                                    


ერთხელ დაცემის უფლება ყველას აქვს, ორჯერაც. მთავარია შეცდომებზე ისწავლონ და მეორედაც თუ მსგავს შეცდომას დაუშვებენ იცოდნენ, რომ შეცდომას უშვებენ. ეს უკვე წინსვლაა. ეს უკვე შენი თავის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომლითაც უნდა იამაყო.
რთულია საკუთარი თავის შეყვარება, როცა თვლი რომ მიზეზი არ გაქვს გიყვარდეს. ბევრს სხვა ადამიანი ჭირდება იმის მისახვედრად, რა ღირებულებას ატარებენ პიროვნულად ისინი და ამის შემდეგაც კი, რთულად დგამენ ნაბიჯებს საკუთარ თავთან მისასვლელად.
ყველაზე კრიტიკულები ხომ საკუთარი თავის მიმართ ვართ.

კიმ თეჰიონი, მას არ ჭირდებოდა საკუთარი თავის შეყვარება, რადგან იცოდა ვინ იყო, რა იყო. შეცდომების დაშვებისას შეეძლო ეღიარებინა, რომ შეცდა.
დაცემის დროს შეეძლო, ფეხზე წამოდგომა ახალი ენერგიით, თუნდაც ეს ძალიან დიდ ძალისხმევად დაჯდომოდა.
კიმ თეჰიონი, ხშირად სხვის წილ პასუხისმგებლობასაც თავის თავზე იღებდა, აკორექტირებდა და პატრონს უბრუნებდა.
ზუსტად არ იცოდა ჯეონ ჯონგუკმა, ამის გამო შეუყვარდა თუ არა ომეგა, მაგრამ როცა ამ თვისებების აღმოჩენა დაიწყო მასში, არ გაკვირვებია.
თითქოს ყოველთვის იცოდა, ვინ იყო კიმი სინამდვილეში.
თითქოს მისმა შინაგანმა ხმამ, იმაზე ადრე გამოიცნო თეჰიონის ბუნება, სანამ ამას მისი საღი აზრი გააკეთებდა.
კიმი ჯიუტი იყო, თავგასული და ხშირად უტაქტო. შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ, რომ თავადაც არ იცოდა რა სურდა.
საბოლოოდ, ის იმაზე ადრე აანალიზებდა თავის სურვილებს, შეცდომებს და სწორ გადაწყვეტილებებს, ვიდრე მის გარშემომყოფებს შეეძლოთ ამის აღქმა და მიხვედრა.

ჯეონ ჯონგუკი, რომანტიკოსი იყო.
ფილმებში რომ ენახა, ისეთი სიყვარულის გამოცდა სურდა.
ჯერ ნაბიჯს დგამდა და შემდეგ ფიქრობდა. ჯერ უყვარდა და შემდეგ ეფიქრებოდა სირთულეებზე. ჯერ ყველაფერს გაიღებდა დაუფიქრებლად და შემდეგ წუწუნებდა დანაკარგზე.
ხშირად მიჰყვებოდა გულის ხმას და ნაკლებად უსმენდა გონებას, რომელიც საღად აზროვნებისკენ მოუწოდებდა.
კიმ თეჰიონი მისი ცხოვრების გამართულ მექანიზმად იქცა.
ადამიანად, რომელსაც უნდა დაყრდნობოდა.
იმედი ჰქონოდა, რომ მის შეცდომებს შემწნარებლობით მიუდგებოდა და დაანახებდა სწორ გზას.
მისგან ბევრს ისწავლიდა და უკვე სწავლობდა, როგორ უნდა ყვარებოდა სწორად.

Fate or...?Where stories live. Discover now