●სიყვარული, რამდენ აზრს იტევს საკუთარ თავში ეს სიტყვა.
ზიზღსაც კი.
სხვაგვარად არ შეიძლება სიძულვილი იქცეს სიყვარულად.
სხვაგვარად ვერ იქნება, ერთი ნაბიჯი სიძულვილიდან სიყვარულამდე.
სიყვარსულს სწავლა ჭირდება.
სიძულვილსაც.
ორივე თანაბარი წონის მებრძოლები არიან.
ვერასდროს გაიგებ, რას ნიშნავს ამოუხსნელი მღელვარება სიძულვილის დროს, საძულველი ადამიანის მიმართ.
ვერასდროს გაიგებ, რას ნიშნავს ამოუხსნელი გაღიზიანება სიყვარულის დროს, საყვარელი ადამიანის მიმართ.
უნდა ისწავლო.
უნდა გაიაზრო, მნიშვნელოვანია მიხვდე.
გააცნობიერო ისე, როგორც ეს გააცნობიერა თეჰიონმა.
მტკიცებულებად კი საკუთარი მომღიმარი სახე ჰქონდა დილით, როცა ჯონგუკის ისევ მძინარე სახეს დაჰყურებდა.გათენებამდე. დაუჯერებელი იყო. სიმხურვალე საკუთარ ღაწვებზე.
სიმხურვალე ფეხებს შორის.
ფიქრობდა ნაბიჯის გადადგმასაც ვერ შეძლებდა, თუ მოინდომებდა და ფეხზე წამოდგებოდა.
და ახლა რომელი საათი იყო, შუადღის ორი?მხოლოდ დაიკვნესა და თითქოს ნაომარი სხეული ოდნავ შეარხია საწოლში.
"მეგონა დილით გაიქცეოდი."
ნამძინარევი ხმა მოესმა.
"პირველი, უკვე შუადღეა და მეორე ხასიათის გამფუჭებელი ხარ იცი?"
"ჩემს ომეგას ხასიათს ვერავინ გაუფუჭებს."
სახეზე შემოირტყა ხელი თამაშით. თითქოს საკუთარ თავს სჯიდა თეჰიონის სიტყვების გამო.
"გამოსწორებაც შეგძლებია."
ჩაიხითხითა წაბლისფერთმიანმა და ოდნავ სწრაფად შეტრიალდა მისკენ, რაც კიდევ ერთი ტკივილნარევი კვნესის მიზეზი გახდა.
"შენი ხმა არ გავიგო."
ნამდვილად ეტყობოდა ალფას, რომ რაღაც დამცინავის თქმას აპირებდა.
დათქმა წინასწარ გააკეთა თეჰიონმა და გვერდში უჩქმიტა.
YOU ARE READING
Fate or...?
Hayran Kurguყველას ისტორიას აქვს დასაწყისი, მაგრამ კიმ თეჰიონისთვის, რომ გეკითხათ, მისი ისტორია სადღაც შუიდან გრძელდებოდა. ყველაფრის დასაწყისი ბუნდოვნად ახსოვდა, უბრალოდ არ იყო იმ განწყობაზე "ამ წუთს არასდროს დავივიწყებო" რომ ამბობენ. თუ ბედისწერა არსებობს, ვიღ...