გაზაფხულის პირველ დღეს,როცა ანაზდად ზამთრის ყინვებისაგან ძლივს გამღვალ მიწას ახალი სიცოცხლის სუნი აუვიდა,კიტა დაიბადა.
სამ წელიწადს ცხოვრობდა ჩვილისთვის დამახასიათებელი უდარდელობით.ბედნიერად ატარებდა დროს როდესაც ჩვენი,ადამიანების ერთადერთი დანიშნულება კარგად ჭამა და უფროსების გამხიარულებაა ჩვენი სასაცილო ტიტინით.მეოთხე წელში შეაბიჯა თუ არა,მისმა გონებამ ყველაფრის შესრუტვა და მეხსიერებაში შენახვა დაიწყო,სწორედ მაშინ დასრულდა ბავშვური ღრუბლებში ფრენაც.
საერთოდ,ეს ყოველთვის ასე ხდება.არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ლაღი,ბედნიერი მომენტებითა და სასიამოვნო დღეებით დახუნძლული ბავშვობა ჰქონდა ადამიანს.მისი "უდარდელობა" ზუსტად მაშინ ჩაბარდება წარსულს,როდესაც ქორფა ტვინი ყველაფრის ცნობიერად აღქმას გადაწყვეტს.
ასე იყო კიტას შემთხვევაშიც,არა,უარესადაც კი.
წარმოიდგინეთ რომ ბავშვის პირველი მოგონება,დედამისის ტირილისაგან ჩახლეჩილი ხმით ნათქვამი სიტყვები იყოს,რომლებმაც მამის გარდაცვალება ამცნეს.ახლა ამას,ისიც დაუმატეთ თუ როგორ წაუვიდა ღონემიხდილ ქალს გული პირდაპირ მის თვალწინ.და ისედაც გაურკვევლობაში მყოფი საბრალო ბავშვი რამდენიმე წუთს ფიქრობდა,რომ დედაც ცაში გაფრინდა მამასთან ერთად.სანამ ოთახში ბებია არ შემოვარდა რომელმაც პატარა ბოთლიდან ბამბის ნაგლეჯზე მძაფრი სუნის მქონე სითხე გადმოასხა,ქალს ცხვირთან ახლოს მიუტანა,მერე კი გონს მოსულს ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა.სწორედ ეს იყო რაც კიტას პირველად დაამახსოვრდა სულ თავიდან,დასაბამიდან.
როდესაც მამა დაკრძალეს და შორეულ ნათესავთან რამდენიმე დღით მიბარებული ბიჭი შინ დააბრუნეს,მოეჩვენა რომ აღარაფერი იყო მის სახლში ძველებურად.თითქოს მხოლოდ დედა და ბებია კიარ შემოსილიყვნენ შავებით,არამედ მთელს კარ-მიდამოს,ყველა ოთახსა და კუთხე-კუნჭულს დასწოლოდა თალხი.თითქოს მძიმე ბურუსში გახვეულიყო ირგვლივ ყოველივე.
YOU ARE READING
მელანქოლია
Non-FictionI could recognize him by touch alone, by smell.I would know him blind, by the way his breaths came and his feet struck the earth. I would know him in death, at the end of the world. The Song of Achilles.