ორიოდ წუთის წინ რომ თავსხმა წვიმა მოდიოდა და გეგონებოდათ ცა მალე ჩამოიქცევაო,წამში გადაიღო.ხმაური მიწყნარდა,გარშემო ყველაფერი გაირინდა და თითქოს ფოთლებსაც კი შეეწყვიტათ რხევა,სველ მიწაზე ერთმანეთში ახლართული ორი ბიჭის შემხედვარეს.
მაქსიმემ მაშინვე გადაწყვიტა უკან დახევა როგორც კი წამიერი აღტყინებიდან გამოვიდა და საკუთარი საქციელი გააცნობიერა მაგრამ,გასაოცარი ის იყო,რომ კიტას არ სურდა მისი კოცნა შეეწყვიტა.
თავიდან,როცა ქერათმიანი მის წვიმის წვეთებით დაცვარულ ტუჩებს შეეხო,ისინი არც კი ირხეოდნენ,მხოლოდ თავად აკოცა რამდენიმეჯერ,მაგრამ მერე,როცა გაჩერდა და "რას ვაკეთებო" გაიფიქრა,კიტას ბაგე გამოძრავდა.საბრალო ვარსკვლავბიჭუნას ლამის ისტერიკა დაეწყო,გული გამალებით უცემდა და მეჩვენებაო ფიქრობდა რამეთუ ვერ დაეჯერებინა მომხდარის რეალურობა.მაგრამ როცა კიტას ათრთოლებული ქვედა ტუჩი კვლავ იგრძნო საკუთარზე,აღარაფერი ადარდებდა იმის გარდა რომ ეს ჟრუანტელის მომგვრელი შეგრძნება რაც შეიძლება დიდხანს გაეხანგრძლივებინა.ცალი ხელი კისერზე შემოჰხვია,შემდეგ კი თავადაც აჰყვა ნელ,ჯერ კიდევ გაუბედავ კოცნაში.
კიტა ხვდებოდა რომ უნდა გაჩერებულიყვნენ,რომ რასაც ისინი აკეთებდნენ აფსურდი იყო,სრული სიგიჟე,შეცდომა.მაგრამ ყოველ ჯერზე როდესაც მაქსიმეს რბილი,ნაზი ტუჩები ვნებიანად შეეხებოდნენ,მუცელში უცნაური შეგრძნება უვლიდა და გონება ებინდებოდა,საკუთარ თავს წინააღმდეგობას ვერ უწევსო თითქოს.
ეზოში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა გარდა მათი ხმაურიანი სუნთქვისა.გეგონებოდათ ვერა და ვეღარ მოიკლესო ერთმანეთის ჟინი,ყოველ ჯერზე როცა რომელიმე ამოისუნთქებდა,ეგონათ მორჩა,დასრულდა ეს მოულოდნელად ჩადენილი სისულელე,მაგრამ მერე ამოსუნთქვას აუცილებლად მოჰყვებოდა ხარბად ჩასუნთქვა ჰაერის და სულ ცოტა ხნით დაშორებული ტუჩების კვლავ შეერთება.
YOU ARE READING
მელანქოლია
Non-FictionI could recognize him by touch alone, by smell.I would know him blind, by the way his breaths came and his feet struck the earth. I would know him in death, at the end of the world. The Song of Achilles.