ელვამ გაანათა პატარა სახლის სამზარეულო და გაისმა საზარელი ხმა მსხვრევისა.კიტა ერთი წამით შედგა,საკუთარ ხელებს დახედა რომელთა დანახვაც არ შეეძლო შუქ ჩამქრალ ოთახში,მაგრამ გრძნობდა რომ ორივედან სისხლი სდიოდა.
კვლავ გაიელვა,ბიჭმა კედლის ძირში ნაწილებად დაშლილ საყვავილეს მოჰკრა თვალი და უეცრად სისხლიანი ხელები თავში წაიშინა."რა ჩავიდინე?ეს ვაზა ხომ ბებოს დაბადების დღის საჩუქარი იყო მისი გარდაცვლილი მეგობრისგანო" გაიფიქრა სასოწარკვეთილმა.
კარგად არც ახსოვდა როგორ მივიდა ამ მდგომარეობამდე,მაგრამ ბრაზი რომ მომწავლელად იყო მასში აზვირთებული და ალბათ თუ თავს არ მოთოკავდა ყველა ნივთს დალეწავდა სამზარეულოში,ეს ცხადზე ცხადი იყო.
უეცრად ისე ძლიერად დაიქუხა მთელი სახლი შეზანზარდა და კიტა სკამის საზურგეს მოეპოტინა რომ არ წაქცეულიყო.იგრძნო როგორ აეწვა გაჭრილი ხელის გული,თავბრუ როგორ დაეხვა და როგორ მოუნდა უცბად საწოლში წოლილიყო ისე,ვითომ და არც არაფერი გაუფუჭებია.
ცოტა ხანს ასე იდგა უძრავად და თავს აკანტურებდა,მერე კი,ძალები მოიკრიბა რომ ოთახიც და თავიც მოეწესრიგებინა თორემ,მეორე დილით მასზე ადრე გაღვიძებულ მოხუცებს გულს გაუხეთქავდათ ნამსხვრევები და სისხლის ლაქები მაგიდაზე.სანამ მილაგებას მორჩებოდა გამოფხზილდა კიდეც და უკვე საწოლში დაწოლილს დიდხანს არ გაეკარა ძილი.
იწვა კიტა და ფიქრობდა.ჩვეულებრივ ამბად გადაქცეულიყო მისთვის შფოთვა და მუდმივად რაიმე საგანზედ ნერვიულობა,მაგრამ,ერთი კვირის წინ ტასოს დაბადების დღეზე,როცა მაქსიმესთან ერთად დალევა განიზრახა რათა დრო სასიამოვნოდ გაეტარებინათ,ვერც კი წარმოიდგენდა რომ მის მუდმივ საფიქრალს კიდევ დაემატებოდა ახალი.
იმ საზეიმო პიკნიკზე ბიჭმა რაღაც ისეთი გაიგო,რაც ვერაფრით ამოეხსნა და ისედაც არეულ გონებას უარესად თავდაყირა უყენებდა.
YOU ARE READING
მელანქოლია
Non-FictionI could recognize him by touch alone, by smell.I would know him blind, by the way his breaths came and his feet struck the earth. I would know him in death, at the end of the world. The Song of Achilles.