ათი წლისანი რომ გახდნენ,ერთი ჩვეულებრივი ოჯახური ვახშმის დროს,თითქმის ერთდროულად განუცხადეს მშობლებს "ფეხბურთზე სიარული გვინდაო".
მაშინ ალბათ ორივეს გულწრფელად ეგონათ რომ ასე იყო.მხოლოდ ჟამთა სვლამ დაანახათ შემდეგ,რომ სინამდვილეში კიტას უნდოდა მთელი გულით ფეხბურთზე სიარული,მაქსიმეს კი ეს ზუსტად იმიტომ მოუნდა რომ კიტას უნდოდა.ფეხბურთი მისი საქმე არასდროს ყოფილა და როცა ამას მიხვდა თავი დაანება მაშინათვე.თუმცა სანამ ეს დღე დადგა,ბევრ ხლაფორთში კი მოუწიათ თავის გაყოფა ამ მიზეზით.
ერთხელ,როდესაც მწვრთნელი მაქსიმეს უშნოდ გაეხუმრა "რა გჭირს,ბურთს რა გოგოსავით ურტყამო",თანატოლებმა ეს ფრაზა აიტაცეს და კარგა ხანს იხსენებდნენ სიცილით.ვარსკვლავბიჭუნას არაფერი უთქვამს,ერთი-ორჯერ თავადაც კი გაიღიმა ცალყბად როცა ბავშვებმა უშნოდ დასცინეს,ამიტომ თავიდან კიტა ფიქრობდა რომ ამაში ცუდი არაფერი იყო.
მერე კი ერთ დღეს,ასეთ სურათს შეესწრო.
კვირაში სამჯერ,სკოლიდან დაბრუნებულები სადილობას და გამოცვლას ასწრებდნენ მხოლოდ და მალევე მიდიოდნენ გვერდით უბანში მდებარე სტადიონზე.ერთხელ როცა მორიგი ასეთი დღე იყო კიტამ განაცხადა რომ მუცელი სტკიოდა და მაქსიმეს მარტოს მოუწია წასვლა ვარჯიშზე.
კიტას ახსოვს ის უსიამოვნო შეგრძნება,რომელმაც საათზე შეხედვისას დაურბინა თავით ფეხებამდე,მაქსიმემ ნახევარ საათს დააგვიანა.მამობილი ჯერ არ იყო სამსახურიდან დაბრუნებული,დედას კი აშკარად არ შეუნიშნავს რომ უკვე საღამო იყო და სახლში ორის ნაცვლად ერთი ბავშვი ჰყავდა.კარტოფილის ღვეზელების ცხობით იყო დაკავებული სამზარეულოში და თავისი ახალგაზრდობის დროინდელ სიმღერას ღიღინებდა.
ბიჭს ბევრი არ უფიქრია,პირდაპირ სახლის შორტებსა და მაისურზე შემოიცვა თხელი ჟილეტი,ფეხები კედებში გაყო და სახლიდან მაქსიმალურად ფრთხილად გაიპარა,თან ნახევრად შეღებული სამზარეულოს კარისკენ იყურებოდა ცალი თვალით,მთავარია ვერ შეამჩნიოს რომ გავედი და ფეხსაცმელს გარეთ ამოვიცვამო ფიქრობდა.

YOU ARE READING
მელანქოლია
SachbücherI could recognize him by touch alone, by smell.I would know him blind, by the way his breaths came and his feet struck the earth. I would know him in death, at the end of the world. The Song of Achilles.