13

44 5 0
                                    

დანამდვილებით არც ერთმა იცოდა რამდენხანს ისხდნენ ასე ჩახუტებულები,მერე კი ბოლოს ორივემ ერთდროულად იგრძნო რომ დასცხა და ერთი-მეორეს ხელი უშვეს.

-წუხელ ლამის ცა ჩამოიქცა,ახლა კი ჯერ მზე ნორმალურად არ ამოსულა და უკვე ცხელა-აღნიშნა კიტამ.მაქსიმეს არაფერი უპასუხია,ტირილისგან ჩასიებული თვალებით მიაშტერდა ცოტა ხანს და მერე ოთახიდან გავიდა.

"ახლა რა?" ფიქრობდა კიტა თავისთვის,რა უნდა გაეკეთებინა,რა უნდა ეთქვა,არაფერი იცოდა.იჯდა ერთ ხანს გაუნძრევლად დივანზე,იჯდა,იჯდა და რომ აღარ გამოჩნდა ვარსკვლავბიჭუნა,მერე მის მოსაძებნად წამოდგა.

მაქსიმე თავის საძინებელში იყო ლოგინზე წამოწოლილი,როცა კიტამ კარზე დაუკაკუნა.

-შემოდი-დაუძახა ქერათმიანმა უსიცოცხლოდ.

-არ გრცხვენია?სტუმარი ასე უნდა მიაგდო უყურადღებოდ?-გაეხუმრა კიტა.

-თუ დაგავიწყდა შეგახსენებ,რომ გუშინ სანამ შუაღამისას გიჟივით სახლში მომივარდებოდი,იქამდე მთელი საღამო ერთად გავატარეთ,დავლიეთ და ყველა სიკეთესთან ერთად გვერდებიც დაგვეჟეჟა,პლიუს ამას ვიჩხუბეთ.გამოუძინებელი და ენერგია გამოცლილი ვარ,თანაც თავი მტკივა,ალბათ ნაბახუსევის გამო.

-გინდა წამალი მოგიტანო?-შეეკითხა უცბად კიტა.მაქსიმეს გაეღიმა.

-არა,მადლობა,დაძინება მინდა.შენ რატომ დგახარ ფეხზე ასე მყარად ძალიან მიკვირს ისე,დაღლილი საერთოდ არხარ?

-როგორ არა.

-მაშინ.....-შეყოყმანდა ვარსკვლავბიჭუნა-მოდი-თქვა მორიდებით და გვერდით გაჩოჩდა,საწოლზე ადგილი გაანთავისუფლა კიტასთვის.

ეს ცოტა უხერხულად გამოიყურებოდა ორივესთვის მაგრამ კიტა დიდხანს არ დალოდებია ხელახლა მიპატიჟებას,ლოგინს მიუახლოვდა და ზედ ფრთხილად დაწვა.

მაქსიმეს მარტივად ჩაეძინა,თვითონ კი იწვა და ფიქრობდა,ფიქრობდა ყველაფერზე.თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და გვერდით მწოლიარე ბიჭის საძინებელს ათვალიერებდა.მის საწერ მაგიდას შეავლო თვალი და ჩაეღიმა "ყველაფრის ორგანიზება ზრდასრულობაშიც ჩვევად შემორჩენიაო" გაიფიქრა.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now