იდგნენ ასე დაბნეულები და ვერც ერთს გაეგო საიდან დაეწყოთ საუბარი,რა ეკითხათ პირველი ერთმანესთვის,როგორ გადაელახათ ლაპარაკის დაწყების უხერხულობა რომელიც იმდენად შესამჩნევი იყო,არც კი ინძრეოდნენ ზედმეტად და უსულო ქანდაკებებს დამსგავსებოდნენ ამის გამო.
-ასე გაშეშებულები დიდხანს იქნებით?-კვლავ ქეთო ახმაურდა ბოლოს.
კიტა ეცადა დაბნეული გამომეტყველება გაექრო სახიდან,გოგოს გაუღიმა მკრთალად და "ჩრდილში გადავიდეთო" ხმამაღლა თქვა.მაქსიმესკენ არ გაუხედავს ამ სიტყვების წარმოთქმისას,იცოდა რომ ქერათმიანი მას მიშტერებოდა და თითქოს თვალის კონტაქტის აცილებას ეცადა ასე.თვითონაც არ იცოდა რატომ,მაგრამ უცნაურ შეგრძნება უვლიდა მთელს სხეულში როცა მისი თვალები მაქსიმესას ხვდებოდა,სენტიმენტებიც უფრო მეტად აწვებოდა და მოულოდნელი შეხვედრით გამოწვეული გაოცებაც უასმაგდებოდა.
როცა იმ ხისკენ დაიძრნენ მზისგან დასამალად,სადაც ადრე მათი საყვარელი ძაღლი იყო დამარხული,ქეთო უეცრად შუა გზაში შეჩერდა.
-მე უნდა წავიდე კიტა-თქვა მოულოდნელად.
-რა?რატომ?-დაიბნა ბიჭი.
-აქ გამოყოლაზე რომ დაგთანხმდი აღარ გამახსენდა,გოგოებს ძველი წიგნების მაღაზიაში შევპირდი გაყოლას,აი იქ ჩვენ რომ დავდივართ ხოლმე,მისამართი არ იციან და უჩემოდ ვერ წავლენ-უპასუხა ქეთომ.მერე კიტას სიტყვის თქმაც არ აცადა ისე გადაკოცნა მშრალად და იქაურობას სწრაფი ნაბიჯით,უკანმოუხედავად გასცილდა.
ასე უცბად,თანაც ტუჩზე ნაზი კოცნის გარეშე ქეთო არასდროს დამშვიდობებია კიტას მას მერე რაც ურთიერთობა დაიწყეს.მარტივი მისახვედრი უნდა ყოფილიყო რომ რაღაც მოხდა,მაგრამ კიტას ამაზე ფიქრისთვის არ ეცალა და ვერც ამჯერად შენიშნა ეს.
-კარგი-წამოიწყო ბოლოს,კიდევ რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ-აბა,როგორ ხარ?-ეს ჰკითხა და გაიცინა ნერვიულად.მაქსიმეს გაეღიმა,პასუხს არ ჩქარობდა.
YOU ARE READING
მელანქოლია
Non-FictionI could recognize him by touch alone, by smell.I would know him blind, by the way his breaths came and his feet struck the earth. I would know him in death, at the end of the world. The Song of Achilles.