15

32 5 1
                                    

მისაღების არც ისე ფართო დივანზე,ბებიას კალთაში თავჩარგულს ეძინა ბიჭს და შუბლზე დაჰფენოდა შავი,ოდნავ ტალღოვანი თმა,თვალებზე ჩამოფხატვოდა წამოზრდილი წინამო.

კიტას ბებია იჯდა და ქსოვდა.არავინ იყო ზაფხულში სქელი სვიტერის ჩამცმელი მაგრამ,ეს ჩვევა როგორც განტვირთვისა და გულის გადაყოლების საუკეთესო საშუალება ქალს მაშინ დასჩემდა,როცა ახალგაზრდა,სიცოცხლით აღსავსე და ჯანმრთელი,ერთადერთი შვილი მიწას მიაბარა.მაშინ აღარაფერი დარჩენოდა გარდა საათობით ჯდომის და ქსოვისა.და ახლა როცა მის შვილიშვილს ედგა მძიმე პერიოდი,მოხუცმა ისევ დაიჭირა ჩხირები ხელში ღელვის და დარდის გასაქარვებლად.

ემბრიონის პოზაში მოკაკვული კიტა ბოდავდა ბებიის კალთაზე ლოყაჩამოდებული,რაღაცებს ბუტბუტებდა და შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა.

კვლავ უცნაური სიზმრით მოცულიყო მისი გონება.

ისევ დიდი ქალაქი,ხმაური და აუარება ხალხი,თუმცა ამჯერად,ცვილის ნაცვლად ყველაფერი ქაღალდის გამხდარიყო ირგვლივ.კიტას ზარავდა აქეთ-იქით თვალების ცეცებისას ნანახი სურათი.უყურებდა,როგორ ირწეოდნენ ქარის სულ ოდნავ წამობერვისას დიდი ხეები და მაღალსართულიანი შენობები.მიდიოდა უმისამართოდ და წარმოდგენაც არ ჰქონდა სად მიიყვანდა გზის დასასრული.

აუტანელი შარიშური ჩაესმოდა ყურებში ამდენი ქაღალდის ადამიანის მიმოსვლის გამო.ცოტა ხნით სიარული შეწყვიტა,იქვე ქაღალდის ხის ქვეშ,ქაღალდის გრძელ სკამზე ჩამოჯდა და მოპირდაპირე მხარეს მჯდომ გრძელთმიან ადამიანს გახედა.სახე არ ჰქონდა,იქ სახე არავის ჰქონდა,ყველა პრიალა ფურცელი იყო მხოლოდ.მაგრამ წამოზრდილი მკერდით და ფეხებთან მდგომი ქაღალდის საბავშვო ეტლით მიხვდა,რომ ქალი უნდა ყოფილიყო.

უცბად ხმადაბალი კნავილი შემოესმა ბიჭს და გვერდით გაიხედა,სკამზე თეთრი ქაღალდის კატა შემომხტარიყო და კიტასგან მოფერებას ითხოვდა.ბიჭმა გაიღიმა,უფროსწორად კი ეცადა გაღიმებას და კატას ხელი ნაზად გადაუსვა,მაშინვე ეხამუშა ფურცლის ფურცელთან ხახუნის საშინელი შეგრძნება.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now