მაღალ,ხის,ძველებურ ფანჯარასთან იდგა კიტა და გაჰყურებდა გარეთ უეცრად შეცვლილ ამინდს.ცა ისე მოქუფრულიყო გარშემო ყველაფერი დაებნელებინა,ადამიანს ეგონებოდა უკვე შუაღამეაო,არადა სულ ცოტა ხნის უკან შესრულდა შუადღის პირველი საათი.
კიტა იდგა და ელოდა როდის გაემზადებოდა ქეთო,რათა შემდეგ ერთად გასულიყვნენ საყიდლებზე.მეორე დილით პიკნიკი ჰქონდათ დაგეგმილი ტასოს დაბადების დღის აღსანიშნავად,და ამიტომ იყო უსიამოვნოდ რომ აკვირდებოდა ცაზე წამოშლილ შავი ღრუბლების მასას.
-მალე ქეთუსი,დასცხებს და მაგრად დავსველდებით იცოდე-შესძახა მოუთმენლად აწრიალებულმა საძინებელში მოფუსფუსე გოგოს.
არ უყვარდა კიტას ქეთოს სახლში მისვლა,ანდაც იქ დროის გატარება.ამის მიზეზი ერთი იყო,ქეთოს აუტანელი ძმა რომელიც ასევე მიზეზი გახლდათ ყველა იმ საშინელებისა რაც ქეთომ გამოიარა წარსულში.
პირველად რომ მოუწია ამ უსიამოვნო ბიჭთან პირისპირ შეხვედრა კიტას,მას მერე თვეები არიდებდა თავს ქეთოს მიპატიჟებებს.მაშინ ჯერ კიდევ მხოლოდ მეგობრები იყვნენ და ამის გამო სინდისი სულაც არ ჰქენჯნიდა ბიჭს.
შემდეგ იყო მათი პირველი კოცნა.უცნაური,უხერხული და ამავდროულად სასიამოვნო მომენტი რომელმაც მიახვედრათ რომ დიდი ხანი უნდა ყოფილიყო უკვე რაც მათი ურთიერთობა რაღაც სხვაში გადაიზარდა.ამას მოჰყვა შეთანხმება,რომ შესაძლოა ჯერ ოფიციალურად "ერთად ყოფნას" არ იჩქარებდნენ მაგრამ დროებით სხვებს აღარ უნდა შეხვედროდნენ და ერთმანეთთან უფრო მეტი დრო გაეტარებინათ.
ნელ-ნელა კავშირი მათ შორის იმდენად ღრმა და ძლიერი გახდა,ქეთო მიხვდა რომ პირველად თავის ცხოვრებაში შეხვდა ადამიანს,რომელსაც შეეძლო მთელი თავისი არსებითი მინდობოდა.მათი ერთად გატარებული პირველი ღამის შემდეგ კი საბოლოოდ დარწმუნდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში,მოეყოლა კიტასთვის თავისი წარსულის შესახებ.კიტას დამსახურებით კი,მოგვიანებით ტასოს და ლინასაც გაუმხილა მისი ცხოვრების მძიმე პერიოდზე.
YOU ARE READING
მელანქოლია
Non-FictionI could recognize him by touch alone, by smell.I would know him blind, by the way his breaths came and his feet struck the earth. I would know him in death, at the end of the world. The Song of Achilles.