სულის შეხუთვამდე შევიწროვებულ,ერთმანეთზე აკრულ ადამიანთა ჯგუფში ფეხზე მდგომს ჩასთვლიმა კიტას.მერე უცბად,გადაჭედილმა ავტობუსმა მძიმედ მოუხვია და მანაც თვალი გაახილა მაშინვე.სკამის საზურგეზე ჩაბღაუჭებულ საკუთარ ხელს მიაშტერდა ამღვრეული თვალებით,უფროსწორად კი საათის ციფერბლატს ხელის მაჯაზე.ათ წუთზე მეტ ხანს სძინებია ფეხდგომელას.გულში ჩუმად ჩაეცინა როდესაც წარმოიდგინა როგორი სანახავი იქნებოდა და რამდენიმე წუთის შემდეგ უხერხული მოძრაობებით გასასვლელისკენ მიახლოებას ეცადა.ავტობუსიდან ჩამოსულმა ხუთ წუთს იარა ტროტუარზე,მერე ვიწრო,ორი კაცი რომ გაჭირვებით შეეტევა ისეთ ჩიხში შეუხვია და საღებავ გადაცლილ,ჟანგმოკიდებულ,დაბალ რკინის კარს მიადგა.პატარა ეზოში შევიდა,კიბის ორი საფეხური ჩაიარა და ხის კარზე დააკაკუნა.
სახლში არავინ იყო.იცოდა რომ ასე იქნებოდა,ბებომ ხომ გააფრთხილა დილით?მაგრამ გადაღლილს და ნამძინარავს უცბად აღარ გაახსენდა.ზურგჩანთა მოიხსნა,გასაღებს დაუწყო ძებნა და როცა ძლივს მიაგნო წიგნებსა და თავის რამდენიმე ტანსაცმელს ქვეშ მოყოლილი,სწრაფად ამოაძვრინა იქიდან.
სახლში შესულმა ჩანთა იატაკზევე დააგდო,სამზარეულოს მიაშურა და მაცივრის კარი მოუთმენლად გამოხსნა.დილიდან თითქმის არაფერი ეჭამა,ჯერ ლექციებზე იყო,მერე თეატრში რეპეტიციაზე,გადაიღალა და გამოიფიტა.პატარა ვერცხლისფერი ქვაბი გამოიღო მაცივრიდან და გაცხელებითაც კი არ შეიწუხა თავი,პირდაპირ ჩანგალმომარჯვებული მიუჯდა მაგიდას.
ჭამა რომ დაასრულა მოულოდნელად ისეთი დაღლილობა იგრძნო,ყავის გაკეთებაც კი გადაიფიქრა რომელიც ასე ძლიერ უნდოდა.იქვე სამზარეულოში მდგარ დაბალ ტახტზე მიწვა და ორ წუთში ხვრინვა ამოუშვა.
ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა.
როდესაც ნომერს დახედა გაახსენდა,თავად მიუწერია ქეთოსთვის შეხმიანებოდა როცა სამსახურს დაასრულებდა,ჰოდა სწორედ მისმა ზარმა მოსწყვიტა კიტა ძალზედ უცნაურ სიზმარს.
YOU ARE READING
მელანქოლია
Non-FictionI could recognize him by touch alone, by smell.I would know him blind, by the way his breaths came and his feet struck the earth. I would know him in death, at the end of the world. The Song of Achilles.