-როდის აპირებ რომ დედას ბოდიში მოუხადო?-ჰკითხა მაქსიმემ კიტას როცა თვალი მოკრა მის ტელეფონში თავისი დედინაცვლის გამოტოვებულ ზარებს.
ცოტა ხანი იყო გასული მათი გაღვიძებიდან და ადგომა ორივეს ეზარებოდათ,მიუხედავად იმისა რომ ძველი დივანი საკმაოდ არაკომფროტული იყო და წელს ატკიებდა ორივეს.მგონი ერთმანეთის გვერდით წოლა მოსწონდათ უბრალოდ,თუნდაც ძველ,მონგრეულ ავეჯზე.
კიტამ მწყრალად გახედა ქერათმიანს.
-ხომ შეიძლება ცოტა ხნით ბოდიშების მოხდისგან შევისვენო?-ჩაილაპარაკა სევდიანად-შენ მაინც ნუ მახსენებ,არ გეცოდები?-ეს თქვა და მისკენ გაჩოჩდა.მაქსიმეს შიშველ სხეულს დაუწყო თვალიერება,ქერათმიანს პლედი ნახევრად გადაეხადა სიცხის გამო და მისი ოქროსფერი ღინღლებით დაფარული მკერდი და მუცელი გამოეჩინა,კიტამ ნელა თითქოს გაუბედავად დახარა თავი მისკენ,შემდეგ კი თავი მის გამხდარ მკერდს დაადო და თვალები დახუჭა.მაქსიმეს გაეღიმა მის საქციელზე და თმაში ნაზად დაუწყო თითებით მოფერება-მეგონა ცუდი არასდროს არავისთვის გამიკეთებია მეთქი,ახლა კი უცბად ბოდიშების დარიგება მისალოცი ბარათებივით მიწევს ქეთოსთან,დედაჩემთან,შენთან.
-ჩემთან არაფერი გაქვს საბოდიში კიტა-უპასუხა ვარსკვლავბიჭუნამ.
კიტამ თავი მაღლა ასწია და მაქსიმეს თვალებში ჩახედა.
-მართლა?-ჰკითხა რიტორიკულად-არ გიფიქრია რა მოხდებოდა თუ იმ ღამეს არ გაკოცებდი?ერთმანეთს არ დაგვაშორებდნენ-გასცა პასუხი თავადვე-ანდაც თუ გაკოცებდი მაგრამ ყველაფერი მემახსოვრებოდა მეორე დღეს.მეცოდინებოდა რატომ წაგიყვანა მამაშენმა ჩემგან შორს და ვეცდებოდი რამე გამეკეთებინა,ყველაფერი მხოლოდ შენზე არ გადატყდებოდა.
მაქსიმემ კიტას თმაში თითების თამაში შეწყვიტა და მის მუცელზე სანახევროდ დაწოლილ ბიჭს ხელები შემოხვია.

YOU ARE READING
მელანქოლია
Non-FictionI could recognize him by touch alone, by smell.I would know him blind, by the way his breaths came and his feet struck the earth. I would know him in death, at the end of the world. The Song of Achilles.