ქუჩაში არეული ფეხით მიაბიჯებდა კიტა და დაბლა ასფალტს დაშტერებოდა. სუსხიანი საღამო იყო.მოულოდნელად ამოვარდნილი ქარის გამო ჰაერში ატყორცნილი უამრავი ნაგვიდან მტვრის სქელი ფენები უძვრებოდა ცხვირში და გარდა ჭუჭყის სუნისა,მის დისკომფორტს გაუთავებელი ცემინებაც ემატებოდა.მკითხავის სიტყვებზე ჩაფიქრებულიყო.
ნეტავ როგორ უნდა გაეგო დედა მართლა აპირებდა ჩამოსვლას თუ არა?თითქმის არ ლაპარაკობდნენ.უკვე დიდი ხანი იყო ასე გრძელდებოდა,განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც ბიჭმა 20-ს გადააბიჯა.
მათი კომუნიკაცია იმდენად მინიმუმამდე იყო დაყვანილი ბოლო რამდენიმე წელი,რომ როდესაც კიტამ მაგისტრატურაზე გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება,მთელი ზაფხული წელში გაწყვეტამდე იმუშავა ზღვისპირეთში ფულის შესაგროვებლად.30 %-იანი გრანტიც უადვილებდა ასე თუ ისე საქმეს და ამრიგად დედისგან აღარ დასჭირდა სწავლის გადასახადისთვის გამოგზავნილი ფულის აღება.
მართალია დედა გაუჯავრდა,ცრემლებიც გადმოყარა ვიდეო ზარის დროს აბა ვისთვის მინდა რასაც ვშოულობო მაგრამ,კიტამ ცალყბად,თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით მიუგდო ორი სიტყვა,"დიდი ვარ უკვე და შემიძლია ჩემი თავის მიხედვა,ასე რომ ფული სახლისთვის გადადე რათა მალე ჩამოხვიდეო" და ამ თემაზე საუბარიც იქვე დასრულდა.
აბა რომელი არანორმალური ეტყვის მშობელ დედას : "აწი სულ ერთია ჩამოხვალ თუ არა,როცა პატარა ვიყავი და მჭირდებოდი მაშინ უნდა მყოლოდი გვერდითო?"არა!კიტა ამას ვერ იზამდა,დედას გულს ასე ვერ ატკენდა.სჯობდა მხოლოდ თვითონ სცოდნოდა როგორი ცუდი და უმადური შვილის ფიქრები აწუხებდა ხშირად და სხვებისთვის ეს არც არასდროს გაემხილა.
ჰოდა სწორედ ამიტომ,იმის გამო რომ ორ-სამ თვეში ერთხელ,სულ რაღაც ათი წუთით ელაპარაკებოდნენ ხოლმე დედა-შვილი ერთმანეთს,ახლა კიტას ვერაფრით გაეგო როგორ უნდა გაერკვია მართლა გეგმავდა თუ არა დედამისი ათ წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებას.მიაბიჯებდა უაზროდ და ფიქრებისგან დამძიმებული თავის წონას გრძნობდა მხრებზე.
YOU ARE READING
მელანქოლია
Non-FictionI could recognize him by touch alone, by smell.I would know him blind, by the way his breaths came and his feet struck the earth. I would know him in death, at the end of the world. The Song of Achilles.