7

29 5 4
                                    

გაშეშებული იდგა კიტა და გრძნობდა როგორ ეწყებოდა ნელ-ნელა თავბრუსხვევა.თვალები გაფართოვებოდა,ტუჩები მოეპრუწა.იგივენაირად გამოიყურებოდა მის მოპირდაპირედ მდგარი ბიჭიც.ორივე იდგნენ მზის სხივთა ქვეშ და სახეზე ეფერებოდათ გაზაფხული.ერთმანეთის დანახვა უხაროდათ,მაგრამ თან არ უხაროდათ,ერთმანეთისკენ გაქცევა და ჩახუტება უნდოდათ ისე როგორც ბავშვობაში აკეთებდნენ ხოლმე ერთ დღიანი განშორების შემდეგ, მაგრამ ვერ გაებედათ.

-კიტა ვინაა ეს ბიჭი?-გაკვირვებულმა იკითხა ქეთომ.

-ეს.....-ენა ჩავარდნოდა კიტას,ან უბრალოდ არ იცოდა რა უნდა ეთქვა,როგორ აეხსნა.

-კარგად ხარ?მთლიანად რატომ კანკალებ?-აწრიალდა მისი შემყურე დაბნეული გოგონა.

-კი,კი კარგად ვარ-როგორც იქნა შეძლო კიტამ ორი სიტყვა მიება ერთმანეთს და ცოტა გონს მოეგო-ეს მაქსიმეა,მაქსიმე-წარმოთქვა მისი სახელი მეორედ უფრო მკაფიოდ,ისე თითქოს თავადაც არ სჯერაო.

-ეგ ვინ არის?ვინმე შენი ძველი მეგობარი?-ისევ შეეკითხა ქეთო.

რა უნდა ეთქვა?

როგორ უნდა აეხსა ქეთოსთვის თუ ვინ იყო მაქსიმე,როცა თვითონაც არ იცოდა?იყურებოდა წინ და თითქოს მოჩვენებას ხედავსო თვალებს ისე ჭუტავდა.

მისი მოგონებების აჩრდილები ერთ მთლიან მასად გადაქცეულიყვნენ თითქოს და ადამიანის ფორმა მიეღოთ მის თვალწინ.იმ ადამიანის,რომელიც დიდი ხნის წინად დატოვა წარსულში.ბიჭის,რომელიც კიტას ისე ჰყავდა დავიწყებული,თითქოსდა არც არასდროს უარსებია.

-რთული ასახსნელია-საწყლად აიჩეჩა მხრები ბიჭმა და ქეთოს გახედა.

-ღმერთო ჩემო რა არის ძნელი ასახსნელი ამაში?-თვალები აატრიალა გოგომ-უბრალოდ მითხარი ვინაა?

-ჩემი......-(ძმა?ძმობილი?მეგობარი?ოჯახის წევრი?)ყველა ვარიანტი რაც თავში მოუვიდა ერთმანეთზე უფრო სულელურად მოეჩვენა კიტას-დედაჩემის გერია-თქვა ბოლოს მშრალად და ტვინის ჭყლეტაც დასრულდა წამებში.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now