17

26 6 4
                                    

ღამის ცვლა ახლად გადაბარებული ჰქონდა ქეთოს როცა სამსახურიდან გამოსულმა თვალი მოკრა სასტუმროს კედელთან ატუზულ ბიჭს.

-აქ რა გინდა კიტა?-ჰკითხა გაკვირვებით და მისკენ გაემართა.

კიტა საშინლად გამოიყურებოდა.მის ჩაწითლებულ თვალებსა და აბურდულ თმაზე რომ არაფერი ვთქვათ,ისედაც მარტივად,ლამის ერთი შეხედვით მიხვდა გოგო,რომ საქმე ძალიან ცუდად იყო.

-სადმე უნდა ვილაპარაკოთ-თქვა ბიჭმა დიდი ხნის დუმილის შემდეგ.

-დალიე?-თვალები გაუფაროვდა ქეთოს-ამ დილაადრიან?შენ რაიყო გალოთდი ამ ბოლო დროს თუ რა ჯანდაბა გჭირს?-დააყარა მაშინვე საყვედურები.ბიჭმა არაფერი უპასუხა-კარგი,ჩემთან წავიდეთ-თქვა ქეთომ ბოლოს.

-არა არა,ამხელა მანძილის გავლა მეზარება,საჩქაროა-თავი გააქნია კიტამ-სასტუმროში შევიდეთ-მიანიშნა გოგონას კარისაკენ.

-ხომ იცი რომ საკუთარი კაბინეტი არ მაქვს,ღამის ცვლის ადმინისტრატორი ვარ მენეჯერი ხომ არა.

-მერე რა?რომელიმე ოთახი არაა თავისუფალი?ჯერ დილაა-არ ნებდებოდა კიტა.გოგონამ მძიმედ ამოიოხრა მისი ჭირვეულობით შეწუხებულმა.

-კარგი ჰო,წამოდი-თქვა და გამჭირვალე კარისკენ გაემართა.

სწრაფად გაიარეს რეგისტრატურის ოთახი ლიფტს მიუახლოვდნენ და მეორე სართულს მიაშურეს.გოგონამ გასაღებების ასხმა მოიმარჯვა და 35-ე ნომერს დაუწყო ძებნა.

"რაღა მაინც და მაინც აქ?" თავში გაჰკრა მაშინვე კიტას და ეცადა არ შეემჩნია გაფიქრებული ისე შევიდა გაღებულ კარში.

გასულ ახალ წელს ქეთოს სამსახურში მოუწია დღესასწაულის აღნიშვნა,როცა კიტამ გაიგო რომ გოგონა ღამის ცვლაში იქნებოდა ბაკურიანიდან ლამის ფეხით გამოიქცა და შუაღამის 12-ზე მოულოდნელად გამოეცხადა შეყვარებულს სასტუმროს კარებში.

მერე კი მონატრებულებმა და თითო ჭიქა შუშხუნა ღვინით შეზარხოშებულებმა დაცარიუელებულ მისაღებში მიმოიხედეს მზაკვრულად  და  ერთმანეთს გაუღიმეს.ორივე ერთდროულად გაემართა მეორე სართულისკენ და რადგან ოთახთა უმეტესობა დაკავებული იყო,სწორედ 35-ე ნომერში ამოყვეს თავი,სადაც მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში მათ ურთიერთობაში ერთ-ერთი საუკეთესო ღამის გატარებით იყვნენ დაკავებულნი.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now