12

36 6 2
                                    

მარტისთვის დამახასიათებელი სუსხი შემოპარულიყო ოთახში და ფანჯრის დასაკეტად ლოგინზე მწოლიარე ორი ბიჭიდან ვერც ერთი დგებოდა ფეხზე.ალკოჰოლის მძაფრი სუნი იგრძნობოდა ჰაერში.

კიტა და მაქსიმე ტანსაცმლიანად მიწოლილიყვნენ ერთმანეთის გვერდით და ორივე მათგანს ეზარებოდა განძრევა საბნის დასაფარებლად,ან შარვლის გასახდელად რომელიც ასე აწუხებდა.თავქვეშ ბალიშის ამოდების თავიც კიარ ჰქონდათ ისე დამძიმებოდათ ხელ-ფეხი.მთელი სხეულით დაებუჟებინა ორივე პირველად გასინჯულ და გადამეტებული რაოდენობის ალკოჰოლს,მძიმედ სუნთქავდნენ და ყელი ეწვოდათ.

უეცრად კიტა გამოძრავდა,პირი მარცხნივ იბრუნა და ხელები თავქვეშ დაიწყო,მაქსიმესკენ გადატრიალდა.მალევე გულაღმა მწოლიარე ქერათმიანმაც იგივე გააკეთა და სახით კიტასკენ გადაბრუნდა.

-სანდრო რანაირად წაიქცა სადარბაზომდე რომ გვაცილებდა გახსოვს?-დაიფხუკუნა კიტამ.

-შჩჩ-თითი ტუჩზე მიიდო მაქსიმემ-მამამ გაგვაფრთხილა ხომ გახსოვს?თქვენი ხმა არ გავიგო დაიძინეთო.

-კაი რა,რას აფერისტობ,შენც გეცინება,ბნელა მაგრამ მაგდენს ვარჩევ.ყველაზე მეტს  ხარხარებდი რომ გაიშხლართა ასფალტზე-აგრძელებდა კიტა მომხდარის გახსენებას და ხითხითს.

-ღმერთო რა ვირი ხარ-თვალები აატრიალა მაქსიმემ,ღიმილს თავადაც  ძლივს იკავებდა-ჩუმად იყავი მეთქი,ისედაც დასჯის კანდიდატები ვართ-ეს თქვა და კიტას მუცელზე მწარედ უჩქმიტა.საპასუხოდ კიტამ მისი მკლავი დაიჭირა ძლიერად და მაგრად მოუჭირა ხელი-მეტკინა იდიოტო-ამოიტირა ქერათმიანმა მაშინვე,მერე კი ფეხის ჩარტყმა დააპირა კიტასთვის,მაგრამ ბიჭმა სწრაფად ჩაავლო მეორე ხელი ფეხში და ძლიერად მოქაჩა,მაქსიმე ზუსტად მათ ლოგინებს შორის აღმოჩნდა,სანახევროდ კიტას სხეულს ქვეშ მოყოლილი.

როგორც კი ქერათმიანმა ფართხალი დაიწყო თავის დასახსნელად კიტამ გაიღიმა და ჩაიბურტყუნა,

მელანქოლიაWhere stories live. Discover now