19

28 6 3
                                    




აგვისტოს მწველი მზის ქვეშ მიდიოდა ძველი მატარებელი ჩაქჩაქით,ღრჭიალი გაუდიოდათ მონგრეულ რელსებს და ოდნავ ირწეოდნენ შიგ მჯდომი მგზავრები.

მაქსიმეს ჩასძინებოდა,ფანჯარაზე მიეყრდნო თავი და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რომ იმ გზას გადიოდა ახლა,რომელიც ათი წლის წინად გაიარა კიტასთან და რამდენიმე მეგობართან ერთად.

მაშინ ორივემ პირველად იმგზავრეს მატარებლით და როცა მამამისის მოულოდნელი ზარის გამო თბილისში სასწრაფოდ მოუწია სამარშრუტო ტაქსით დაბრუნება,ქერათმიანი მოწყენილი იყო იგივე ხედების ცქერით რომ ვერ დატკბა უკანა გზაზე.

ახლაც კი ხშირად ახსენდებოდა ხოლმე,როგორ გადაეყოთ ღია ფანჯრიდან თავები მას და კიტას და ჰაერის ცხელი ნაკადი როგორ ეკვროდა მათ სახეს.როგორ ხუჭავდნენ კაშკაშა მზის სხივების გამო თვალებს და მერე ჩუმ-ჩუმად როგორ აპარებდნენ მზერას ერთი-მეორისკენ იქამდე სანამ დაცვამ არ დატუქსათ ასე გადაყუდების გამო.

კიტა მძინარე ბიჭს მისჩერებოდა და ეღიმებოდა უნებლიედ.მნიშვნელობა არ ჰქონდა რა მდგომარეობაში იყო ან რას საქმიანობდა,ეძინა,ჭამდა,ტელეფონში რაიმეს სქროლავდა ინტერესიანი სახით თუ რაიმე გემრიელობას ამზადებდა,ყოველთვის როცა კიტა მაქსიმეს უცქერდა ღიმილი თავისდაუნებურად ეფინებოდა მის სახეს,ისე თითქოს საკუთარი მიმიკის კონტროლი არ შეეძლო.

უეცრად მატარებელი სადგურში გაჩერდა და ჩამსვლელი,ან უბრალოდ რაღაცის საყიდლად მიმავალი ხალხი აფუთფუთდა მაშინვე.მაქსიმეს გამოეღვიძა და აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება.

-დაიძინე-უთხრა კიტამ მზრუნველი ტონით-ჩვენს ჩასვლამდე კიდევ ორი გაჩერებაა.

ვარსკვლავბიჭუნამ არაფერი უპასუხა ერთ ხანს,ფანჯარაში დაწყო ყურება და ეცადა როგორმე გაეხსენებინა რატომ ეცნობოდა ეს ადგილი.

წამიერად რაღაც განათდა მის გონებაში და მერე მოგონება თვალწინ ცხადად გადაეშალა.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now