6

29 5 3
                                    

კიტას აზრით მარტოსულობა ბევრნაირი არსებობდა,და ფიქრობდა რომ როგორც არ უნდა ეგრძნო მას თავი,სულ მცირე ერთი ადამიანი მაინც მოიძებნებოდა სამყაროში ისეთი,იგივე რომ ჰქონოდა გამოცდილი.

არც ის მიაჩნდა განსაკუთრებულ ამბად,რომ ურთიერთობაში იყო და თავს მაინც მარტოდ გრძნობდა.მხოლოდ ის ვერ გაეგო,რატომ ხდებოდა ეს ასე?

ქეთო უყვარდა,ღმერთია მოწმე როგორ ძლიერად.ჯერ კიდევ მათი დამეგობრების ხანაში იყო შეყვარებული მის ქაოსურ ტიტინზე როცა აღელვებული ყვებოდა რაიმეს,მის საშინლად ხმამაღალ სიცილზე და მოუხეშაობაზე,რაც ნაზ,ფარფატა გოგოდ ნამდვილად არ აქცევდა.მაგრამ მაინც იყო რაღაც,რაც მუდმივად შიგნიდან უღრღნიდა გულ-მუცელს.ზოგჯერ ეჩვენებოდა რომ საკუთარი მდგომარეობა ფიზიკურ ტკივილშიც კი გადასდიოდა.

უცბად დაფიქრდებოდა რაღაცაზე და ტკივილი პირდაპირ დიაფრაგმიდან აუვლიდა ხოლმე გულის გავლით,მერე კი თითქოს ყელში ებჯინებოდა.მუცელი დაეკრუნჩხებოდა სპაზმით შეწუხებულს და თავის თავს სასოწარკვეთილი ჰკითხავდა გონებაში "რა მჭირს?"-ო.

უკვე მეოცე დღე გასულიყო მას შემდეგ რაც ხეში წყალი ჩადგა,მალე მისი დაბადების დღე მოვიდოდა და კიტა თავს ისე გრძნობდა,თითქოს სიცარიელემ უფრო ღრმად გაიდგაო ფესვები მის შიგნით.

რაღაც აკლდა მის ცხოვრებას,და ეს რაღაც იმდენად დიდი იყო მის დანაკლისს ვერავინ და ვერაფერი უვსებდა.

გატანჯულიყო სულელური,გაუგებარი სიზმრებით და შუაღამეზე მოულოდნელი გამოღვიძებებით.ეს უკანასკნელი ბაკურიანში მუშაობისას დასჩემდა.

ქეთომ შეახსენა ორი დღის უკან,"პირველში რას ვშვრებით,ხომ ვქეიფობთო?"მაგრამ ბიჭმა უაზროდ გაუღიმა საპასუხოდ და რომ არ იცოდა რა ეთქვა,კოცნით გადაწყვიტა მისი გაბრუება.ამან რა თქმა უნდა გაჭრა.

მოგვიანებით როცა ლოგინში ნებივრობა მოსწყინდათ და თან მალე ქეთოს აუტანელი ძმაც დაბრუნდებოდა შინ,კიტა გოგონას გამოემშვიდობა და სახლისკენ მიმავალ გზაზე იმაზე ფიქრი დაიწყო,როგორ აეცილებინა თავიდან არასასურველი დაბადების დღის წვეულება ისე,რომ ამ მომენტში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს არ სწყენოდა და არ გაბუტულიყო.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now