16

23 6 0
                                    

მეექვსე თვისთვის დამახასიათებელი სითბო იდგა გარეთ და ეზოდან ღია ფანჯრებში ლამპიონების შუქი იჭრებოდა.გნიასი აეტეხათ ბურთის სათამაშოდ შეკრებილ ბავშვებს,ფუთფუთებდნენ მთელი დღის სახლის საქმეებით გადაღლილი,საჭორაოდ შეკრებილი მეზობლის ქალები,ზაფხულური საღამო იყო.მაგრამ კიტა და მაქსიმე ისე გამოიყურებოდნენ,თითქოსდა გარშემო მთელს სამყაროს დაჰკარგვოდა მათთვის არსი.

ერთმანეთის ტუჩებს ვნებით და ჟინით ჰკოცნიდნენ და ცხადზე ცხადი იყო რომ ახლა სხვა რამეს ნაკლებად ჰქონდა მნიშვნელობა.

ამჯერად არცერთს ჰქონია ეჭვები,ამჯერად არცერთს უკითხავთ რას ვაკეთებთო,ორივე თავის ინსტიქტებს და გულის თქმას მიჰყვებოდა.

კიტამ გული იჯერა ვარსკვლავბიჭუნას წითლად აბრიალებული ტუჩებით,შემდეგ ბაგე ნაზად მის ნიკაპზე ჩამოასრიალა,თეთრ კანზე ისე ფაქიზად ეხებოდა თითქოსდა პატარა ბავშვი ყოფილიყოს,ბოლოს კი ძლივს შესამჩნევი,ქერა ბუსუსებით დაფარულ ყელს დაეწაფა მოწყურებულივით.მაქსიმეს მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა და მძიმედ ამოიხვნეშა მაშინათვე,ისეთი შეგრძნება დაეუფლა,თითქოს სწორედ ეს საღამო და ეს წამი იყო მთელი მისი ცხოვრების აპოთეოზი,თითქოსდა ამაზე მეტი საოცარი ვეღარაფერი მოხდებოდა მის სიცოცხლეში,ვიდრე იმის შეგრძნება თუ როგორ ეხებოდა კიტას ტუჩები მის კანს.

ორივე მათგანს დაკარგული ჰქონდა დროის შეგრძნება,და მრავალი წლის შემდეგ პირველად,ერთიცა და მეორეც თავს ისე გრძნობდნენ,რომ ბოლოს და ბოლოს ამ სამყაროში ისევ იყო მათთვის ადგილი.

მრავალი წლის შემდეგ პირველად იყო რომ კიტა ვეღარ გრძნობდა გულში დაბუდებულ სიცარიელეს და თითქოს უზარმაზარი ხვრელი მის მკერდში,თვალსა და ხელს შუა ამოვსებულიყო.

სხვამ არავინ იცოდა მათ გარდა,თუ რამდენ ხანს ელოდნენ ამ მომენტს,წუთებს,როდესაც საკუთარი არსებობის ამაოება სარეველესავით არ მოედებოდა მათ გონებას და ვინ იცის უკვე მერამდენედ დაიწყებდნენ იმაზე ფიქრს,ნეტავ რისთვის ვცხოვრობთო.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now