როდესაც სანდრო გულთბილად შეუძღვა სახლში ძველ მეგობრებს,სტუმრებს მაშინვე გამოეგებათ კარებში დაბალი,გამხდარი გოგონა ლამაზი გრძელი თმებით და წამოზრდილი მუცლით რომელიც,ერთი შეხედვით,სწორედ ბიჭების ასაკის უნდა ყოფილიყო.
-გაიცანით ეს ჩემი მეუღლეა-თქვა სანდრომ და ხელი ნაზად მოუსვა გოგონას მუცელზე,ისე თითქოს ეშინოდა რამე არ ვატკინოვო.
-მე თქვენ მახსოვხართ-ღიმილით უთხრა გოგონამ როცა ბიჭებმა სათითაოდ ჩამოართვეს ხელი-იმ ზაფხულს როცა მე და სანდრო პირველად შევხვდით ერთმანეთს თქვენც მასთან ერთად ისვენებდით აქ.
კიტამ და მაქსიმემ ერთმანეთს გადახედეს დაბნეულებმა.უამრავი ბავშვი იყო მაშინ სოფლად ჩამოსული და ერთად რომ იკრიბებოდნენ ისეთ ხმაურს ატეხდნენ ხოლმე ყველა პირადად არც კი გაუცნიათ,ამიტომ თავაზიანად გაუღიმეს მეგობრის ცოლს პირდაპირ რომ არ ეთქვათ საერთოდ არ გვახსოვხარო,ეს ორივეს ეუხერხულებოდა.
გოგონამ მაშინვე სუფრის გაშლა დაიწყო და ვიღაცას გასძახა მეორე ოთახში დასახმარებლად.
-იცი,სად შევხვდი ამათ?-ღიმილით ჰკითხა ქმარმა სანამ გოგო კარადებთან ფუთფუთებდა-შენი საყვარელი ადგილიდან რამდენიმე მეტრში-თქვა ბიჭმა და მაღალ იატაკზე მდგარ ვაზას მიაპყრო თვალები რომელშიც მზესუმზირები ელაგა.
-არ მითხრათ რომ თქვენც ფოტოების გადასაღებად იყავით-გაეცინა გოგოს-ხალხი საიდან აღარ ჩამოდის მანდ რომ ფოტოები გადაიღოს,ეგ მზესუმზირები ჩემი ხათრით გაშენდა და რამდენჯერაც კამერით და შტატივით მივედი იმდენჯერ ბუზებივით შესეულები დამხვდნენ.
-არაა,ჩვენ ფოტოების გამო არ მივსულვართ-მორცხვად წაილუღლუღა მაქსიმემ.
-თუმცა მაინც გადავიღეთ-აღნიშნა კიტამ და ამაზე ყველას გაეცინა.
ნელ-ნელა ბიჭები გაშინაურდნენ და მიყვნენ ერთმანეთის ამბის გამოკითხვას.მალევე კი როცა სანდრომ საკუთარი ხელით დაწურულ ღვინოზე მიიპატიჟათ,შეზარხოშებულებმა სიცილ-ხარხარით მოუყვნენ მის ცოლს,როგორ ეძინათ ხუთ ბავშვს ერთ ოთახში და როგორ აგიჟებდა მათი ხმაური შუაღამეზე საბრალო მოხუცებს ყოველთვის როცა გვიან დაბრუნებულები ფანჯრიდან ძვრებოდნენ საძინებელში.

YOU ARE READING
მელანქოლია
غير روائيI could recognize him by touch alone, by smell.I would know him blind, by the way his breaths came and his feet struck the earth. I would know him in death, at the end of the world. The Song of Achilles.