თანამედროვე მეცნიერები და მედიცინის მუშაკები ხშირად აღნიშნავენ,რომ ე.წ "დღის ზმანება" და "ჭარბფიქრიანობა" ამ თაობის სენია.როგორც ხშირად ახალგაზრდები თავად ხუმრობენ ამ თემაზე სხვადასხვა სოციალურ ქსელებში,არ არსებობს რაიმე ისეთი მოხდეს,რაც უკვე მათ გონებას ყველაზე უარეს სცენარში არ აქვთ წარმოდგენილი.
კიტაც არ იყო გამონაკლისი,თუმცა მიუხედავად გამუდმებული ფიქრიანობისა და უამრავჯერ წარმოდგენილი დებილური სცენარისა,მაინც ვერასდროს წარმოიდგენდა რომ წარსულში საკუთარი ცხოვრების ამდენად მნიშვნელოვანი თავი ჰქონდა გამოტოვებული,სანამ დედამ არ აჰხადა ყველაფერს ფარდა.
"ემიგრაციაში იმიტომ წავედით,რომ შენ და მაქსიმე ერთმანეთს დაგვეშორებინეთ"
ექოსავით გამეორდა კიტას ყურებში ქალის ხმა და ცოტა ხნით თითქოს ბიჭს სიბნელე გადაეკრა თვალებზე,ეკრანს მიშტერებოდა მაგრამ ვერაფერს ხედავდა.რა თქმა უნდა იცოდა,იცოდა რომ ეს ასე იქნებოდა,ქერათმიანის მონაყოლი ხომ სწორედ ამას მიანიშნებდა?მაგრამ მაინც ზედმეტად ცივი,უხეში და უგულო მოეჩვენა დედამისის მხრიდან ამის ასე ხმამაღლა აღიარება ისე თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს ცუდი ამაში.
-გისმენ-ძლივს გაამოძრავა ენა პირში როცა ქალმა რამდენიმეჯერ დაიძახა მისი სახელი-განაგრძე-კიტას დედამ მძიმედ ამოიოხრა.
-მოკლედ,სჯობს თავიდან დავიწყო ყველაფრის მოყოლა,ცალკე ოთახში გასვლა ამიტომაც გთხოვე ბოლოს და ბოლოს.
ქალმა მძიმედ,ღრმად ჩაისუნთქა სანამ საუბარს შეუდგებოდა,მერე კი,მერე გაიხსენა,
ერთ საღამოს როცა ბავშვები მხოლოდ რვა წლისანი იყვნენ კიტა ბებიამ და ბაბუამ წაიყვანეს პარკში სასეირნოდ,მაქსიმესაც შესთავაზეს ცალყბად,თუმცა ვარსკვლავბიჭუნა არც ისე კარგად იცნობდა თავისი დედინაცვლის მშობლებს ამიტომ შინ დარჩენა გადაწყვიტა.
YOU ARE READING
მელანქოლია
Non-FictionI could recognize him by touch alone, by smell.I would know him blind, by the way his breaths came and his feet struck the earth. I would know him in death, at the end of the world. The Song of Achilles.