2

51 6 1
                                    

-გაიღვიძე კიტა,არ დაგაგვიანდეთ-ხმაურით შევიდა დედა საძინებელში.
როგორც კი შუქი აანთო და მერე ფარდებიც გადასწია,ორივე ბავშვმა ერთსა და იმავე დროს შეიჭმუხნა წარბები.ამდენმა სინათლემ თვალები აუჭრელათ ახლადგაღვიძებულებს.

როდესაც კიტას დედა და მაქსიმეს მამა დაქორწინდნენ,ბიჭები უკვე დადიოდნენ საბავშვო ბაღებში მათი ასაკიდან გამომდინარე.წყვილმაც არ ისურვა საბუთების წინ და უკან ტარება და შეჩვეული გარემოდან შვილების მოწყვეტა.
აი სკოლის შემთხვევაში კი,ორივე შეთანხმდნენ რომ ერთ კლასში მიიყვანდნენ ბიჭებს და ასეც მოიქცნენ.

სკოლის პირველი დღე იყო.ნორმალურად არც ერთს ჰქონდათ წარმოდგენა სად მიდიოდნენ და რისთვის,მიუხედავად იმისა რომ ორი სიტყვით უკვე აუხსნეს უფროსებმა თუ რას ნიშნავდა სკოლა,მასწავლებელი,გაკვეთილი.

არეული,ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი ნაბიჯებით მიაშურეს სააბაზანოს,ხელ-პირი რიგ-რიგობით დაიბანეს და როცა სათანადოდ გამოცოცხლებულები სამზარეულოს მაგიდას შემოუსხდნენ,მაშინვე ხლოპიებით დაიწყეს თამაში სანამ დედა მაცივრიდან რძეს მიაშველებდათ.

-გეყოთ მაიმუნობა-ღიმილით უთხრათ ოთახში ახლად შემოსულმა კაცმა,შემდეგ ისიც მაგიდას მიუჯდა და ცოლის მიერ მომზადებული ჩაის ჭიქა აიღო ხელში.

სკოლის შენობა მათი კორპუსიდან სულ ხუთი წუთის სავალზე იყო,ამიტომ საუზმის ნაადრევად დასრულებას არავინ ჩქარობდა.

-დედა-წამოიწყო უეცრად კიტამ-ისევ მომპარა ჩემი დათუნია ტედი-თქვა გაბუსხული ტუჩებით.ქალმა თავი გააქნია და გაიღიმა.

-ხომ ვილაპარაკეთ უკვე მე და შენ ამაზე?შენ ხომ შემპირდი რომ მაქსიმეს ზოგჯერ ათხოვებ ხოლმე შენს დათუნიას?-ჰკითხა და შვილს შუბლზე აკოცა.

-მაგრამ ძილში მომპარა და-აგრძელებდა კიტა ბუზღუნს.უცბად კაცმა ჩაის ჭიქა მაგიდაზე დადგა და მაქსიმეს გახედა.

მელანქოლიაWhere stories live. Discover now