ლიზა

127 15 10
                                    

Return to the past
*6 აგვისტო 2012 წელი*

10 წლის ლიზა საავადმყოფოში საოპერაციოს კართან კუთხეში ზის და ტირის. იმედი აქვს, რომ მალე ექიმი გამოვა საოპერაციოდან და ეტყვის: "დედა კარგადაა და მალე შეგეძლებათ მისი ნახვა"
ექიმი საოპერაციოდან გამოდის სახეზე მწუხრის ფერი დასთამაშებს.
პატარა ლიზას და მამამისს ეუბნება ექიმი, რომ ძალიან წუხს
- რატომ წუხს? დედა ხომ კარგადაა?
- ლიზა ცდილობდა მამამისის ყურადღება მიექცია.
მაშინ დედამისის საუკეთესო მეგობარმა, მარიამის დედამ ლიზას ხელი მაგრად ჩასჭიდა და უთხრა, რომ ის ძლიერი გოგოა და ყველაფერს გადაიტანდა.

მამას, დედის გარდაცვალების შემდეგ ვეღარ ცნობდა პატარა ლიზა, ხშირად სვამდა და სახლში იშვიათად მოდიოდა. ლიზას ერთადერთ პატრონად ახლა უკვე მისი საუკეთესო მეგობრის, მარიამის ოჯახი დარჩა.

2 წელში მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. თინეიჯერობაში ახლად გადასულ ლიზას გაუჭირდა ამ ფაქტის მიღება. მაგრამ ყოველთვის ფიქრობდა, რომ ეგოისტობას არ უნდა შეჩვეულიყო. "მამა ბედნიერებას იმსახურებს" - ლიზას მამის დაცვა ყველასთან შეეძლო.

მამას დალევა არ შეუწყვეტია. მასთან სასაუბროდ ხშირად მოდიოდა ლუკა ლოჩოშვილის მამა, ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. ლუკას მამა ძალას და ღონეს არ იშურებდა, ლიზას მამას ყველანაირად უჩიჩინებდა, რომ დალევა მისთვის არ იყო საუკეთესო გზა, მაგრამ ეს სიტყვები ჰაერში ქრებოდა.
ლიზას დედინაცვალმაც იმედები გაუცრუა, როცა მამა სახლში არ იყო ბევრი უცხო მამაკაცი უნახავს ლიზას საკუთარ სახლში, შემდეგ კი დედინაცვალი კარგადაც სცემდა, რადგან ერთხელ მამამისთან ყველაფრის მოყოლა გადაწყვიტა.
ლიზას ცხოვრება ზღაპარ "კონკიას" ჰგავდა. - ნეტავ ზღაპარი იყოს, რომელიც ბოლოს კეთილად სრულდება. - ყოველ ღამე ლიზა ცრემლებთან და ამ სიტყვებთან ერთად იძინებდა.

ოცდამეორე ფოტოWhere stories live. Discover now