მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი და იგივე თემაზე, რომ მესაუბრონ მაინც ვერ გავიგებ, იმას თუ რატომ სჯერათ ადამიანებს სიყვარულის? ადამიანები ხომ მიდიან და მოდიან. სამუდამო არაფერია, მითუმეტეს სიყვარული.
ჩეხეთის ცივი ამინდის გამო ლიზა სტადიონის უკიდურეს ნაპირზე იდგა და ხელებს ჯებეებში ითბობდა. უყურებდა როგორ ვარჯიშობდა 23 ბიჭი დღევანდელი მატჩისთვის. 23 ბიჭიდან რატომღაც ერთს ხედავდა განსხვავებულ ფერებში.
- ლიზა აქ მოდი. - ლიზა ფიქრებიდან უფროსი მენეჯერის ცივმა ხმამ გამოაფხიზლა.
ლიზამ ნელი სვლით დაიწყო შუა მოედნესკენ სვლა.
- სანიოლს ამ დილით მონაცემები შევუტანე შენი ჩანაწერი ხოდა მითხრა, რომ ნახავ შემოვიდესო. სასტარტო შემადგენლობას გაგაცნობს დიდი ალბათობით
- კარგი. - ლიზამ ქურთუკი ბოლომდე შეიკრა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის კაბინეტამდე.
მწვრთნელს მართლაც სასტარტო შემადგენლობა უნდა გაეცნო ლიზასთვის. საუბრის დროს ლიზას ტელეფონი გაუჩერებლად ზუზუნებდა. ლიზამ ოთახიდან გამოსვლისთანავე ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და მესიჯები ნახა.
ნიკოლოზისგან გამოგზავნილი მესიჯების დანახვისთანავე ლიზამ ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა და ბიჭებთან გაიქცა.-ახლა ნიკოლოზის დრო და ნერვები არ მაქვს. მითუმეტეს აქ სადღაც საქართველოსგან შორს.
ბიჭებმა ვარჯიშის დასრულებისთანავე ოთახებისკენ აიღეს გეზი.
ლიფტში მიქაუტაძე და ლიზა ერთად მოხვდნენ. ვერ ვიტყვით, რომ შემთხვევით მაგრამ მაინც.
- რა გჭირს? - ლიზას კითხა ჟორჟმა
- მე არაკომფორტულად ვარ აქ მაგრამ შენ თვითონ რა გჭირს? მთელი დღეა თავ - პირი ჩამოგტირის
- მმ, ლიონიდან იყო პატარა რაღაცა ამბავები დაა. ისეთი არაფერი
- ეგ პატარა* ამბები რომლებიც პატარა საერთოდ არ არის მეც ვიცი.
ლიზამ ლიფტიდან სწრაფად გადმოაბიჯა და ოთახში შევიდა.
YOU ARE READING
ოცდამეორე ფოტო
Romanceლიზას ისტორია 26 მარტს დაიწყო. ამ დღეს მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რამე ისეთი მოხდებოდა რომ მისი ცხოვრება შეეცვალა. მაგრამ რამდენიმე დღეში ის ასე აღარ ფიქრობდა. აღარაფერი იყო იგივე რაც რამდენიმე დღის წინ. ლიზას ცხოვრებასთან ერთად შეიცვალა საქართვე...