*(9 წლის წინ)*
იუნგის თავის ძმა ენატრება. უნდა ყურადღება მიაქციოს.
ბიჭს თავის ძმა ენატრება.
იუნგიმ რაღაც უნდა მოიქმოქმედოს. მას არ უნდა ჯიმინმა უბრალოდ დაივიწყოს.
იუნგი კედელს აშტერდება. ცოტაც და ტირილს დაიწყებს.
03:24.
ბიჭი ვერ იძინებს. თავის ძმა ძალიან ენატრება.
ჯიმინი კი აღარ ეთამაშება.
ჯიმინი თავის ოთახიდან აღარ გამოდის. საჭმელსაც კი აღარ ჭამს.
იუნგი ღელავს თავის ძმაზე.
მას ჯიმინი ენატრება.
ნეტავ ჯიმინიც იმავეს გრძნობს?
"რა თქმა უნდა." საკუთარ თავს ეუბნება. "რა თქმა უნდა, მასაც ვენატრები. მე მისი საუკეთესო მეგობარი ვარ, უბრალოდ შეხსენება სჭირდება."
იუნგი იცინის. თავს სულელად გრძნობს, რადგან ასე ძლიერ სურს ჯიმინთან თამაში. დახუჭობანას თამაში უნდა.
იუნგი ოთახს ღიმილით ტოვებს. ძალიან ბედნიერია.
აჩეჩილ თმას ისწორებს, რომ ძმას თავი მოაწონოს.
ჯიმინის საყვარელ სათამაშოს იღებს.
მას რეი ჰქვია.
იუნგის მისი სახელი მოსწონს.
უმცროსი რეის მაგრად იჭერს, მკერდზე იხუტებს.
კარს აღებს, გრძელ და ჩაბნელებულ დერეფანს ხედავს.
იუნგის ეშინია.
სიბნელეში ხომ მონსტრები არიან! მათ შეუძლიათ დაიჭირონ და ცოცხლად შეჭამონ!
იუნგი რეის უყურებს.
"რეი, ხომ არ გეშინია?"
ბიჭმა ის უნდა დაამშვიდოს. ძალიან შეშინებულია.
"არ იდარდო, კარგად ვიქნებით. ჯიმინის ოთახი უსაფრთხო ადგილია."
ღრმად სუნთქავს. მზად არის. ჩაბნელებული დერეფანი უნდა გაირბინოს.