იუნგი ვერ სუნთქავს.
28 წლისაა, უკვე დიდია.
მაგრამ, კვლავ პატარა და მტირალაა.
გული სწრაფად უცემს.
სიბნელეა.
ცდილობს ისუნთქოს, გარშემო იხედება, რომ გაარკვიოს სად არის.
მისაღებშია.
ჯიმინის მისაღებ ოთახში.
იუნგი გაკვირვებულია.
აქ რას აკეთებს?
სიბნელეში...
"ჯიმინ?"
ჩურჩულებს და სავარძლიდან დგება.
"ჯიმინ, სად ხარ?"
ღმერთო, ეს სახლი უზარმაზარია.
დამახსოვრებაც კი რთულია.
თანაც ბნელა.
"ჯი-ჯიმინ?"
იძახის ძმის სახელს და გრძელი მისაღებისკენ მიდის.
ჯანდაბა.
როგორ ბნელა.
იუნგი კი პატარაა
და ეშინია.
მარტო სიარული ეზიზღება.
შეშინებულია.
ახსენდება ღამე, როცა ჯიმინმა მიატოვა.
"ჯი-ჯიმინ... სად ხარ?... მეშინია."
ძალიან ბევრი კარია.
რომელია ჯიმინის ოთახი?
იუნგი ბრუნდება.
უნდა სწრაფად წავიდეს, თუმცა სიბნელე უშლის ხელს.
შეშინებულია.
"ჯიმინ დამეხმარე."
ამბობს 28 წლის, ზრდასრული ბიჭი.
პატარა იუნგი.
იქნებ ჯიმინმა კვლავ მიატოვა?
იქნებ აქ აღარ არის?
"ჯიმინ!"
ყვირის.
ეს უკვე ზედმეტია.
საიდანღაც ხმები ესმის.
"ჯიმინ?"
"იუნი?"
იუნგი ბრუნდება.