3.

2.1K 268 26
                                    

*(5 წლის წინ)*

იუნგის თამაში უნდა.

05:34

ხვალ სკოლაში უნდა წავიდეს, მაგრამ არ ადარდებს.

ვერ იძინებს.

და ჯიმინი ენატრება.

ყველაფერზე მეტად ენატრება.

ორი თვეა რაც სკოლა დაიწყო. ჯიმინი ვეღარ ეთამაშება იუნგის, საშინაო დავალებების გამო.

იუნგის ის ენატრება.

ორი თვეა, რაც ერთად ვეღარ თამაშობენ.

იუნგი რეის იღებს.

ძალიან არ ბნელა რადგან დილის ხუთი საათია.

იუნგის მაინც ეშინია სიბნელის.

და მამამისის.

ბიჭი იღიმის.

უნდა, რომ მისი ძმისათვის კარგად გამოიყურებოდეს.

რადგან იცის, ჯიმინს ძალიან მოსწონს როცა იღიმის.

გონებაში საკუთარ თავს ამხნევებს და ოთახს ტოვებს.

ნახევრად ჩაბნელებული მისაღები არ არის იმდენად საშიში.

იუნგი თავს იმხნევებს.

გაქცევა აღარ მოუწევს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეშინია.

პატარა რეის მაგრად იჭერს.

უყვარს თავის ძმის საყვარელი სათამაშო.

ამიტომ არ დაუშვებს, რომ რეის რამე დაემართოს.

იუნგი ფრთხილად აღებს ჯიმინის ოთახს.

ბიჭი გაკვირვებულია.

ჯიმინს ჯერ კიდევ ღვიძავს.

იუნგი არაა ბედნიერი.

მის ძმას ამ დროს ხომ უნდა ეძინოს?

რა ხდება?

რატომ არის დაღლილი?

ჯიმინს თვალები ნახევრად დახუჭული აქვს.

დაღლილია.

მაგრამ, რატომ?

"იუნი? რას აკეთებ?"

იუნგი მოწყენილია.

ცუდად გამოიყურება.

"რატომ გღვიძავს?"

ჯიმინის საწოლზე ბევრი წიგნები დევს.

"უბრალოდ ვსწავლობდი...ხვალ ტესტი მაქვს."

ამთქნარებს.

იუნგის გული ტკივა.

არ უყვარს როდესაც ჯიმინს ასეთს ხედავს.

"აქ რას აკეთებ? ყველაფერი კარგადაა?"

ჯიმინი ჩურჩულებს.

"არა.."

ამბობს იუნგი.

ჯიმინი გაოგნებულია.

გაკვირვებული.

"რატომ? რა ხდება?"

"მენატრები."

იუნგის ლოყები უწითლდება.

ჯიმინი იღიმის.

იცინის.

იუნგი ახლა უფრო ბედნიერია.

"აქ მოდი." ამბობს ამბობს უფროსი. "ჩამეხუტე."

იუნგი ძალიან ბედნიერია.

ჯიმინის უსაფრთხო მკლავებში ექცევა.

რეისთან ერთად, რა თქმა უნდა.

ჯიმინის სურნელი ხომ არაჩვეულებრივია.

იუნგი საკუთარი თავით ამაყობს.

"მეც მენატრები, იუნი, ძალიან."

"ამას რატომ აკეთებ? ამდენს რატომ სწავლობ?"

ჯიმინი უფრო უჭერს ხელებს.

იუნგი თვალებს ხუჭავს.

"ჩვენი ცხოვრების გადასარჩენად."

იუნგი გაკვირვებულია.

"რატომ?"

"მამას ვეზიზღებით, იუნი. შენ და დედა უნდა გადაგარჩინოთ."

იუნგის კვლავ ტკივა გული.

"მე დაგეხმარები!"

ჯიმინი ჩახუტებას წყვეტს, იღიმის.

"ვიცი, რომ ადვილად იღლები. არ მინდა ეს მოხდეს. მე გავუმკლავდები ყველაფერს."

"არა, მეც მინდა დახმარება."

ჯიმინი საწოლზე ზის და სხვა წიგნს შლის.

"შენ ჩემი პატარა ძმა ხარ, იუნი. მე უნდა გადაგარჩინო და არა- შენ."

"მაგრამ, ჯიმინ, შენ მხოლოდ ორი წლით ხარ უფროსი."

"მერე რა? მაინც შენზე დიდი ვარ."

იუნგი ბედნიერია.

მისი გმირი ყოველთვის მასთან არის.

"არ იდარდო ჯიმინ. კარგად ვიქნებით, გპირდები."

TouchWhere stories live. Discover now