14.

1.5K 228 20
                                    

*(4 წლის შემდეგ)*

იუნგის თავის ძმა ენატრება.

მაგრამ, არა უშავს, არაფერია.

უკვე აპატია.

დიდი ხნის წინ აპატია.

აპატია მაშინ, როცა უყვირა.

მაშინაც აპატია, როდესაც მიატოვა.

აპატია, როცა ტელეფონი გამოცვალა და მისთვის არ დაურეკავს.

ასეა. პატიობ იმას ვინც გიყვარს. მუდამ პატიობ, სანაცვლოდ კი იღებ ტკივილს, იმედგაცრუებას.

მაინც ძლიერად ენატრება.

"იუნგი?"

"ჰო."

"მაინტერესებდა.. თუ შეძლებ, ჩემს მაგივრად ჩაწერო ინტერვიუ. მე დედაჩემთან უნდა წავიდე. ავად გახდა."

იუნგი იღიმის.

"კი, რა თქმა უნდა."

იუნგის ოთახის მეგობარი ჯეიმსიც იღიმის.

"მაგრამ, ერთი რაღაც არის. არ ვიცი ვისთან გექნება ინტერვიუ. არ მითხრეს. მარტო ის ვიცი, რომ მოდელია თუ რაღაც ასეთი. არ მადარდებს. ამ ფურცელზე არის კითხვები რაც უნდა კითხო. გამომართვი."

ჯეიმსი იუნგის ფურცელს უწვდის.

იუნგი თავს აქნევს.

"მეზიზღება შენი სამსახური."

ჯეიმსი იცინის.

"მე სამუშაო მაინც მაქვს."

იუნგი იღიმის.

პატარა იუნგი.

"კარგი ახლა მომშორდი და დედაშენს მიხედე."

ჯეიმსი თავს აქნევს,

იუნგის ეხუტება

და მიდის.

იუნგი მას ბარში შეხვდა.

ყველაფერი უამბო.

ჯეიმსი კარგი ბიჭია.

თვითონ ემას დაშორდა.

მისი ცხოვრება თავდაყირაა.

ძლიერი უნდა იყოს!

ცხრამეტი წლისაა!

თავის ცხოვრებას უნდა მიხედოს.

ჟაკეტს იღებს.

და ოთახს ტოვებს.

თავის ძმა ენატრება.

უნდა ჩაწეროს ინტერვიუ და დარჩენილი დღე ტირილში გაატაროს.

TouchWhere stories live. Discover now