*(ახლა)*
ჯიმინი ბედნიერია.
თვალებს ვერ უჯერებს!
ღმერთო ჩემო!
ეს სიმართლეა.
სიმართლეა და ნამდვილად ხდება!
"იუნგი! იუნგი, აქ მოდი!"
იუნგის ესმის როგორ ეძახის უფროსი.
ძალიან ბედნიერი ჩანს.
რა ხდება?
ასეთი აღელვებული რატომ არის?
იუნგი თავის ოთახს ტოვებს.
მათი მამა გარეთ არის.
დედა კი უკეთესადაა.
უბრალოდ ისვენებს.
ყველაფერი უკეთაა, თითქოს.
"იუნგი, ჩვენ ეს შევძელით!"
პატარა ოთახში შემოდის, ჯიმინი მაშინვე ეხუტება.
იუნგი გაკვირვებულია.
რა შევძელით?
"იუნგი, ამის დედაც. შევძელით!"
ჯიმინი მაგრად იჭერს თავის ძმას.
ღმერთო, რა კარგი გრძნობაა.
ჯიმინის თმას კარგი სურნელი აქვს.
იუნგის უყვარს, როცა მის კუნთიან მკლავებშია მოქცეული.
ამ დროს თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
"რა მოხდა, ჯიმინ?"
ჯიმინი ხელს უშვებს.
"იუნგი, ხომ გახსოვს, რომ დღეს შენი დაბადების დღეა?"
ოჰ.
ხო.
დღეს მისი დაბადების დღეა.
თხუთმეტის ხდება.
"დეიდაჩვენმა წერილი გამოაგზავნა და.. ღმერთო ჩემო, უბრალოდ წაიკითხე."
"თვითონ წაიკითხე?"
"ხო წავიკითხე და ძალიან ბედნიერი ვარ. ღმერთო, როგორც იქნა გავაღწევთ ამ წყეული სახლიდან და ფულს ადვილად ვიშოვით.. უბრალოდ შეხედე ამას."
იუნგი გაკვირვებულია.
ძალიან.
იუნგი ჯიმინს ბარათს ფრთხილად ართმევს მისი ლამაზი ხელიდან. ჯანდაბა, ყველაფერი უყვარს რაც ჯიმინს უკავშირდება. თითოეული დეტალი.